Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Volvo Cars-მა განაცხადა, რომ ანამშრომლობას იწყებს კომპანია Varjo-სთან. ეს უკანასკნელი არის მაღალი წარმადობის შერეული რეალობის ჰედსეტების მწარმოებელი კომპანია ფინეთიდან. 

image.jpeg 

საუბარი მიმდინარეობს პლატფორმა Varjo XR-1-ის შესახებ. ეს სათვალე უზრუნველყოფს ფოტორეალისტურ შერეულ ან ვირტუალური რეალობის გამოსახულებას მაღალ გაფართოებაში. 

Volvo Cars გეგმავს სისტემა გამოიყენოს წინასერიული მოდელების შეფასებისათვის, ავტომობილების კნსტრუქციისა და აქტიური უსაფრთხოების სისტემების შემოწმებისთვის. მოსალოდნელია, რომ XR-1 პლატფორმის წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდება დრო საავტომობილო სისტემების წარმოებაზე - ამიერიდან მათი შეფასება-დიაგნოსტირება მომენტალურად იქნება შესაძლებელი.  

image.jpeg 

„შერეული რეალობის ინსტრუმენტები საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ იმ წრმოებისა და ტექნოლოგიების ტესტირებები, რომლებიც ჯერ კიდე დაპროექტებისა და შემშავების სტადიაში იმყოფება. პროდუქტებისა და კონცეფციების სტანდარტული სტაციონარული მეთოდის ნაცვლად ახლა უკვე შეგვიძლია ტესტირებები მოვახდინოთ რეალურ საგზაო პირობებშ. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას იძლევა, რადგან ხდება წრმოების პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენა და შემაფერხებელი ფაქტორების მოგვარება“ - აცხადებენ მანქანათმშენებელ კომპანიაში. 

image.jpeg 

XR-1 ჰედსეტის შემადგენლობაშ შედის თვალების მოძრაობის ტრეკინგის მაქსიმალურად ზუსტი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია აღიქვას, როგორ რეაგირებენ მძღოლები ავტომობილის ახალ ფუნქციაზე და ხომ არ უფანტავს მათ რაიმე ყურადღებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.