Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა კომპანია Hypergiant Industries-მა, რომელიც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე, შექმნა ჰედსეტ HyperVSR-ის პროტოტიპი კოსმოსური სკაფანდრისათვის. იგი აღჭურვილია პროექციული დისპლეითი, რომელიც შესაძლოა მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს რთული კოსმოსური მისიების დროს. ჰედსეტის გამჭვირვალე მინაზე შესაძლებელია გამოისახოს სასიცოხლო მაჩვენებლების ამსახველი ან სხვა სახის ინფორმაცია. 

image.jpeg 

კომპანია Hypergiant Industries-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით ასეთი ჰედსეტის გამოყენებით გაიზრდება არა მარტო ასტრონავტების უნარები და ეფექტურობა, არამედ მათი 

უსაფრთოების დონე: ეკიპაჟის წევრების ვიზუალურად გამოსახული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოახდენს არასაჭირო ძალისხმევის შემცირებას. კოსმოსში უსაფრთხოება პრიორიტეტია. 

„კოსმოსი - ეს არაპროგნოზირებადი სივრცეა, სადაც მოვლენები და სიცოცხლისთვის საშიში  რისკები დათვლილ წუთებში შეიძლება განვითარდეს. ასეთ პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასტრონავტების უსაფრთხოება არასდროს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ შევქმენით ჰედსეტი, რომლითაც ასტრონავტები ძალიან სწრაფად მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას სიტუაციაზე, ასევე გააკონტროლებენ საკუთარ ჯანმრთელობას  და მიიღებენ რჩევებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისას საგანგებო ვითარების შექმნის შემთხვევაში“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.  

ამჟამად Hypergiant მუშაობს ჰედსეტის პროგრამულ უზრუნველყოფაზე და აქტიურადაა დაკავებული პოტენციურად დაინტერესებადი კოსმოსური სააგენტოებისა და სამხედრო პროდუქციის მწარმოებლების მოძიებით.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.