Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple-მა წარადგინა ახალი მულტიმედია ფლეიერი iPod Touch. მოწყობილობა ემყარება მძლავრ ჩიპ A10 Fusion-ს და აქვს 256 გბ-მდე ფლეშ-მეხსირება. 

image.jpeg 

ახალ, მეშვიდე თაობის iPod touch-ს ისეთივე დიზაინი და მახასიათებლების უმეტესობა აქვს, როგორებიც წინა თაობის მოდელებს: მათ შორისაა 4-დუიმიანი Retina დისპლეი, Touch ID-ის გარეშე არსებული „Home” ღილაკი, სტანდარტული 3.5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორ, Lightning კონექტორი, აგრეთვე ერთი დინამიკი და მიკროფონი. ფლეიერს მეექვსე თაობის მოდელის ზომის კორპუსი აქვს - მისი სისქე 6,1 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი - 88 გრამს. 

ახალი, უფრო მძლავრი პროცესორის წყალობით, როგორც ცნობილია, ახალ მოწყობილობას შეემატა ახალი გეიმინგ-შესაძლებლობები, ასევე „პირველა iPod-ში ხელმისაწვდომი გახდა ვირტუალური რეალობის შთაბეჭდილებებში ჩაძირვა“. 

ფლეიერის კორპუსები ფერის მხრივ ხელმისაწვდომია ექვს ვარიანტად: ნაცრისფერი, თეთრი, ოქროსფერი, ლურჯი, ვარდისფერი და წითელი. 

image.jpeg 

ახალი iPod touch-ის შეძენა უკვე შესაძლებელია Apple.com-სა და Apple Store-ზე. 32 გბ ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდელი 199 აშშ დოლარი ღირს. 128 და 256 გიგაბაიტიანი მოდელების შეძენა კი შესაძლებელია 299 და 399 დოლარად, შესაბამისად. 

უკანასკნელად Apple-მა ფლეიერი iPod touch 2015 წელს განაახლა. 2017 წელს კომპანიამ წარმოებიდან მოხსნა მოდელები iPod Nano და Shuffle, პარალელურად კი ფასები დაწია iPod touch-ზე და შეამცირა მეხსიერების მოდულების მოცულობა. მოდერნიზაციის შედეგად ფლეიერი კიდევ უფრო მეტად გახდა ვიზუალურად iPhone 6-ის მსგავსი, რომელიც წარმოდგენილია 8-მეგაპიქსელიანი კამერითა და 64-ბიტიანი პროცესორით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.