Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა ეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ აირჩია პირველი კონტრაქტორი, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს კოსმოსურ სადგურ Lunar Gateway-ს მშენებლობაში. ხსენებული სადგური მთვარის სიახლოვეს უნდა განთავსდეს: სადგურისთვის საჭირო ელემენტების შემუშავებით დაკავდება კომპანია Maxar Technologies. 

image.png 

სიახლის შესახბ განაცხადა NASA-ს დირექტორმა Jim Bridenstine-მა და ხაზი გაუსვა, რომ ამჯერად ასტრონავტების მთვარეზე ყოფნის ვადა ნამდვილად გრძელვადიანი იქნება. მან სამომავლო სადგური, რომელიც განთავსდება მაღალ ელიფსურ ორბიტაზე, დაახასიათა, როგორც თავისებური „მართვის ცენტრი“ მრავალმხრივი გამოყენებისათვის. 

როგორც იცით, NASA-ს გეგმაშია ასტრონავტების მთვარეზე გადასმა 2024 წლისთვის. ამ გეგმის შესაბამისად, ზემოთხსენებული სადგური გამოყენებული იქნება შუალედურ ბაზად. თავდაპირველად ასტრონავტები მიაღწევენ სწორედ მთვარის სადგურამდე, შემდგ კი სპეციალური მოდულის გამოყენებით შეძებენ გადაადგილებას მთვარისკენ და უკან. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ Lunar Gateways-ზე მუშაობა ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო, თუმცა იმ დროს იგი განიხილებოდა როგორც ტრამპლინი, რომელსაც ასტრონავტებისათვის ხელი უნდა შეეწყო მარსამდე მიღწევაში. ტრამპის დროს კი მოხდა პროექტის ორიენტირის შეცვლა მთვარის ათვისებისაკენ. 

რაც შეეხება Maxar Technologies-ან პარტნიორობას, საუბარი ეხება 375 მლნ დოლარის ოდენობით გრანტს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი განხორციელდება Blue Origin-სა და Draper-თან ერთად. ეს კი დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ სადგურისთვის საჭირო 5 ტონა ტვირთის კოსმოსში გასატანად გამოყენებულ იქნება Blue Origin-ის გამწევი რაკეტა New Glenn. გეგმის მიხედვით, სასადგურე ძრავების დანადგარები კოსმოსში უკვე 2022 წელს უნდა გაიგზავნოს. 

წყარო

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.