Jump to content

Recommended Posts

Posted

ალბათ ყველას გსმენიათ Boring Company-ს შესახებ, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ილონ მასკის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დამაინტრიგებელი ინფორმაცია, რომ მიუხედავად კრიტიკოსების სკეპტიციზმისა, ხსენებული კომპანიის ქმნილება Hyperloop არ აღმოჩნდება ისტორიის სანაგვეზე. 

 
image.jpeg 

ხანგრძლივი შეხვედრების შედეგად, Las Vegas Convention and Visitors Authority-ს დირექციამ ხელი მოაწერა გრძელვადიან კონტრაქტს, რომლის თანახმადაც The Boring Company-მ უნდა გაიყვანოს გვირაბი ლას-ვეგასის ქვეშ 48,6 მილიონ დოლარად. კონტრაქტის მიხედვით გვირაბი 1328 მეტრი სიგრძის იქნება და შემდგარი იქნება სამი სადგურისაგან, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემასთან. მგზავრების გადაყვანის მთლიანმა ტრაფიკმა უნდა შეადგინოს არანაკლებ 4400 მგზავრი საათში, ამასთან, სამივე სადგური დაკავშირებული იქნება მაღალი სიჩქარის ლიფტთან. აუცილებელი პირობაა ესკალატორებისა და Wi-Fi-ს არსებობა, რომელმაც უნდა მოიცვას სადგურის მთელი ფართობი, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს ვიდეოდაკვირვების სისტემა სახის ამომცნობი ტექნოლოგიით. 

ილონ მასკის პროექტის საწინააღმდეგო აზრი მხოლოდ ლას-ვეგასის მერმა, კეროლაინ გუდმანმა გამოთქვა. მას სურდა, კონტრაქტი გაფორმებულიყო კომპანია Doppelmayr-თან. მაგრამ დირექტორთა საბჭომ უარი განაცხადა მისი წინადადების განხილვაზე, რადგანაც იგი ორჯერ ძვირი იყო მასკის შემოთავაზებასთან შედარებით 

აქვე აღვნშნავთ, რომ ზოგადად Boring Company-ს მიმართ ეჭვები მხოლოდ მერს არ აქვს: რადაგანაც მასკი აცხადებს, რომ აპირებს აჯერ დააჩქაროს ბურღვის ვადები და თხუთმეტჯერ შეამციროს ხარჯები - ბევრს ეს სიტყვები ფანტასტიკად ეჩვენება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.