Jump to content

Recommended Posts

Posted

GIGABYTE-ის ასორტიმენტში გამოჩნდა დედა დაფა B450M DS3H WIFI, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად AMD-ის აპარატულ პლატფორმაზე აგებული კომპაქტური დესკტოპ-კომპიუტერებისათვის. 

image.jpeg 

ხსენებული დედა დაფის ფორმატი შეესაბამება Micro-ATX ფორმატს (244 × 215 მმ), მასში გამოყენებულია AMD B450 სისტემური ლოგიკის ნაკრები. შესაძლებელია Ryzen-ის მეორე თაობის პროცესორების დაყენება Socket AM4-ის შესრულებით. 

დედა დაფა, როგორც დასახელებიდანვე ჩანს, წარმოდგენილია Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერით. მხარდაჭერილია 802.11a/b/g/n/ac სტანდარტები და 2,4/5 გჰც სიხშირეების დიაპაზონი. აგრეთვე გათვალისწინებულია Bluetooth 4.2 კონტროლერი. 

image.jpeg 

დაშვებულია DDR4-2933/2667/2400/2133 ტიპის 64 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერების გამოყენება 4×16 კონფიგურაციით. M.2 კონექტორით შესაძლებელია 2242/2260/2280/22110 ფორმატის დრაივის მიერთება. დაფაზე ხელმისაწვდომია ოხი სტანდარტული SATA 3.0 პორტიც. 

წარმოდგენილია ორი სლოტი PCI Express x16 და ერთი PCI Express x1, აგრეთვე მრავალარხიანი აუდიო კოდეკი Realtek ALC887 და გიგაბიტური ქსელური კონტროლერი Realtek GbE LAN. 

 image.jpeg 

ინტერფეისების პანელზე მოცემულია კონექტორების შემდეგი ნაკრები: PS/2 კონექტორების ბუდე კლავიატურისა და მაუსისთვის, HDMI კონექტორი, ოთხი პორტი USB 3.1 Gen 1 და ოთხიც - USB 2.0/1.1, აგრეთვე დამაკავშირებელი ქსელური სადენისთვის, აუდიოკონექტორი და Wi-Fi-ს ანტენისთვის განკუთვნილი კონექტორები. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.