Magdalena Posted May 23, 2019 Posted May 23, 2019 Opera უკვე რამდენიმე წელია ექსპერიმენტებს ატარებს ბრაუზერის სხვადასხვა ვერსიაში და ახდენს განსხვავებული ვარიანტების ტესტირებას. წარმოდგენილი იყო ბრაუზერი Neon უჩვეულო ინტერფეისით, აგრეთვე Reborn 3 - Web 3-ის მხარდაჭერით, კრიპტოსაფულითა და სწრაფი VPN-ით. ამჟამად კი კომპანია ამზადებს გეიმინგ-ბრაუზერს სახელად Opera GX. ახალი ბრაუზერის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად პროგრამას ექნება სინქრონიზაციის ფუნქცია RGB-განათებასთან, რაზეც მიანიშნებს ვებ-გვერდზე განთავსებული ბანერი. სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროგრამა გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება ონლაი-თამაშებისათვის. ცხადია, საუბარია Unity-ზე დაფუძნებული პროექტებზე. ბრაუზერის ტესტირება მალე დაიწყება, პროგრამაში ჩართვის ადრეული წვდომის მისაღებად საჭიროა ვებ-გვერდზე დარეგისტრირება. დიდი ალბათობით, ეს იქნება გარკვეულწილად Google Chrome-ის ანალოგი, რომელიც მოქმედებს პროექტ Google Stadia-ში. ტექნოლოგიური კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ cloud-თამაშებს, ამიტომ თამაშებზე ორიენტირებულ ბრაუზერს დღესდღეობით განსაკუთრებული პერსპექტივები აქვს. ბრაუზერები უკვე დიდი ხანია კომპიუტერების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენენ. უამრავი ვებ-სერვისის წყალობით ისინი გვევლინება, როგორც სატესტო, გრაფიკული, აუდიო- და ვიდეორედაქტირების საშუალება. ასე, რომ Opera GX დიდ ინტერესს იწვევს - იქნება თუ არა წარმატებული ჩაფიქრებული ვერსია. https://3dnews.ru/987865
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now