Jump to content

Recommended Posts

Posted

Google-მა დააანონსა ბიზნესზე ორიენტირებული შერეული რეალობის სათვალის ახალი ვერსია, რომელიც გვევლინება, როგორც ექსპერიმენტალური, თუმცა ოფიციალური პროდუქტი. Glass Enterprise Edition 2 სათვალე 999 დოლარი ღირს, ისევე როგორც წინა ვერსია და იგი არ იყიდება პირდაპირ კლიენტებზე. ახალ სათვალეს ახალი პროცესორი აქვს, ასევე გაუმჯობესებული კამერა, USB-C პორტი სწრაფი დატენვისათვის და მთელი რიგი სხვა განახლება. 

image.png 

Google ახალ სათვალეს არ მიიჩნევს ძირითად პროდუქტად, თუმცა Glass Enterprise Edition 2-ის გაყიდვების გაუმჯობესებას ელის. მოწყობილობა დამზადდა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის საწარმოში. 

წარმოდგენილია საკმაოდ უბრალო ერსახის დისპლეი თვალების წინ. იგი არ წააგავს Microsoft Hololens-ის ტიპის შერეული რეალობის ჰედსეტებს. Google Glass-ს სამაგიეროდ აქვს მაღალი წარმადობა ჩიპ Qualcomm Snapdragon XR1-ის წყალობით, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად შერეული და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისათვის. Google აცხადებს, რომ XR1-ის სიმძლავრის წყალობით ახალ Glass-სათვალეს ექნება „კომპიუტერული ხედვა და მანქანური სწავლების გაფართოებული შესაძლებლობები“. Google-მა უკვე გამოუშვა Lens - სამომხმარებლო ინსტრუმენტი კომპიუტერული ხედვისთვის, რომელსაც აქვს ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა სიმბოლოების თარგმნა და რესტორების რეკომენდაცია.  

image.jpeg 

Glass ახლა უკვე მუშაობს Android-ზე Android Enterprise Mobile Device Management-ის მხარდაჭერით. 

თავდაპირველად სათვალე გამიზნული იყო მასობრივი ბაზრისათვის, თუმცა წარუმატებელი განვითარების შემდეგ Google- გადაწყვირა მისგან შეექმნა ინსტრუმენტი ქირურგებისათვის, ფაბრიკის თანამშრომლებისათვის და სხვა სპეციალისტებისათვის. ორიგინალი ვერსი Explorer Edition 1500 დოლარი ღირდა - ახალი ვერსია კი ბევრად ხელმისაწვდომი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.