Magdalena Posted May 22, 2019 Posted May 22, 2019 კომპანია MSI-მა დაამზადა მონიტორი MAG321CURV, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ-კლასის დესკტოპ-სისტემებთან გამოყენებისათვის. მონიტორის დიაგონალის ზომა 32 დუიმია, გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს, რაც შეესაბამება 4K ფორმატს. მოწყობილობას აქვს HDR მხარდაჭერა და sRGB ფერადი სივრცის 100%-იანი მოცულობა. სიკაშკაშე შეადგენს 300 კდ/ მ2 , კონტრასტულობა - 2500:1. მონიტორში წარმოდგენილია AMD FreeSync ტექნოლოგია. იგი პასუხისმგებელია კადრის განახლების სიხშირის სინქრონიზაციაზე გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. შედეგად უზრუნველყოფილია უწყვეტი, შეუფერხებელი გეიმინგ-პროცესი. პანელს გააჩნია მრავალფერიანი საფირმო განათება MSI Mystic Light. სადგამით შესაძლებელია დარეგულირდეს მონიტორის დახრის კუთხე და მისი სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან (130 მმ-ის ფარგლებში). MSI MAG321CURV მონიტორის ფასი უახლოეს დროში გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/987837
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now