Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების ორგანიზაციამ (USPTO) გამოაქვეყნა Intel-ის განაცხადი - „ტექნოლოგიები ორმაგი ეკრანის მქონე აპარატებისთვის“. 

image.jpeg 

უფრო კონკრეტულად, საუბარი ეხება ლეპტოპებს, რომლებშიც ჩვეულებრივი კლავიატურის ადგილას განთავსებული იქნება მეორე ეკრანი. ამგვარი მოწყობილობის პროტოტიპის დემონსტრირება Intel-მა უკვე მოახდინა გასული წლის გამოფენა Computex 2018-ზე. მაგალითა, კომპიუტერი კოდური სახელწოდებით Tiger Rapids წარმოდგენილია სტანდარტული დისპლეითა და დამატებითი სრულზომიანი ეკრანით. 

დავუბრუნდეთ Intel-ის საპატენტო განაცხადს. იგი USPTO-ში გაგზავნილ იქნა გასული წლის ბოლოს, თუმცა მხოლოდ ახლახანს გასაჯაროვდა. 

image.jpeg 

Intel-ს სხვადასხვა ვარიანტი აქვს, თუ როგორ უნდა მიმაგრდეს პორტატული კომპიუტერის კორპუსის ორი ნახევარი ერთმანეთთან. მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შემცირდეს დისპლეებს შორის არსებული სივრცე. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, მიმაგრების ტიპი უზრუნველყოფს კომპიუტერის ნაწილების იმგვარად მიმაგრებას, რომ შესაძლებელი იქნება  მათი მოტრიალება 360 გრადუსით. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მოწყობილობის გამოყენება პლანშეტის რეჟიმში ისე, რომ ორივე მხარეს ეკრანი იქნება. გარდა ამისა, გაჯეტის გამოყენებას მომხმარებლების შეძლებენ წიგნისა და ტრადიციული ლეპტოპის რეჟიმებით. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.