Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA- განაცხადა, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს 2024 წელს მთვარეზე ასტრონავტების დასმა, რეალიზებული იქნება 11 კომერციული კომპანიის მხარდაჭერით. კერძო ორგანიზაციები ჩართულნი იქნებიან დასაშვები მოდულის აგების პროცესში, სკაფანდრებისა და სხვა საჭირო სისტემების შემუშავებაში. 

image.jpeg 

პილოტირებული კოსმოსური მისია და ადამიანის მთვარეზე დაბრუნება პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროიდან მოყოლებული. სააგენტომ უკვე დადო კონტრაქტი რამდენიმე კერძო ამერიკულ კომპანიასთან. შეთანხმების ფარგლებშ განხორციელდება აღჭურვილობისა და ტვირთის ტრანსპორტირება მთვარისაკენ მომდევნო ათი წლის განმავლობაში. 

სამომავლოდ აშშ გეგმავს რამდენიმე მრავალჯერადი დასაფრენი მოდულის აგებას, რომლებიც ორბიტალური სადგურის ეკიპაჟს საშუალებას მისცემს გადაადგილდეს მთვარის ზედაპირისაკენ და უკან დაბრუნდეს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ადამიანის მთავრეზე დაბრუნება 2028 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა ამერიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროცესის დაჩქარება. საბოლოოდ გამოცხადებულ იქნა, რომ ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე გადასმა უნდა მოხდეს 2024 წელს. 

აღვნიშნავთ, რომ NASA ითანამშრომლებს არა მარტო ისეთ კორპორაციებთან, როგორებიცაა Boeing და Aerojet Rocketdyne, არამედ SpaceX-სა და Blue Origin-თან. კომპანიები დაკავდებიან მაკეტების აწყობითა და ვადების შეფასებით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი მოქმედებებისათვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.