Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD მალე წარადგენს Ryzen 3000 პროცესორებს, თანაც ესენი იქნება არა მარტო 7-ნანომეტრიანი Matisse პროცესორები Zen 2-ის ბაზაზე, არამედ  Zen+-სა და Vega საფუძველზე შექმნილი 12-ნანომეტრიანი ჰიბრიდული Picasso პროცესორები. სწორედ ამ უკანასკნელები მახასიათებლები გახდა ცნობილი ამჯერად. 

image.jpeg 

ჰიბრიდული პროცესორების აქტუალურ თაობაში AMD-მა დაამზადა მხოლოდ ორი მოდელი APU Ryzen 3000. მათგან უმცროსი ვერსია იქნება პროცესორი Ryzen 3 3200G, რომელსაც აქვს ოთხი ბირთვი Zen+ და ოთხი ნაკადი. საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 3,6 გჰც, მაქსიმალური კი 4.0 გჰც. შედარებისთვის, მისი აქტუალური ანალოგი Ryzen 3 2200G მუშაობს 3,5/3,7 გჰც სიხშირეებზე. 

უფროს მოდელ Ryzen 5 3400G- აქვს ოთხი ბირთვი Zen+ და რვა ნაკადი. ამ ჩიპის საბაზისო სიხშირე შეადგენს 3,7 გჰც-, Turbo-რეჟიმში კი შეუძია მიაღწიოს 4,2 გჰც-. შედარებისათვის, Ryzen 5 2400G მოდელის სიხშირეა 3,6/3,9 გჰც. ცხადია, შედეგად მიღწეული იქნება წარმადობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. 

image.jpeg 

რაც შეეხება ინტეგრირებულ გრაფიკას, მას ცვლილებე არ შეხებია. უმცროს მოდელს ექნება ინტეგრირებული GPU Vega 8 512-ნაკადური პროცესორებით, უფროს მოდელს კი - Vega 11 გრაფიკა 704 ნაკადიანი პროცესორებით 

როგორც მოსალოდნელია, AMD ახალი თაობის APU-ებს მიმდინარე თვის ბოლოს წარადგენს ტრადიციულ Ryzen 3000 პროცესორებთან ერთად. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.