Jump to content

Recommended Posts

Posted

Chang’e 4-ის მიერ გაშვებულმა მთვარემავალმა Yutu-2-მა მთვარეზე აღმოაჩნა მინერალებით მდიდარი ნიადაგი, რომლისგანაც მთვარის მანტია შედგება. თუკი ნიადაგის არსებობა საბოლოოდ დადასტურდება, კაცობრიობას წარმოდგენა შეექმნება მთვარის ადრეული განვითარების შესახებ. „მთვარი მანტიის შემადგენლობის გაგება იმის გასაღები, თუ როგორ ფორმირდებოდა და ვითარდებოდა მთვარე“ - აცხადებენ გეოფიზიკოსები. –„ჩვენ ჯერ არ გვაქვს წინა მისიებიდან მიღებული მთვარის მანტიის ზუსტი ნიმუშები“. 

image.jpeg 

რისგან შედგება მთვარე? 

მანტიის ნიმუშების მოპოვების იმედით Chang’e 4 დაეშვა დარტყმის შედეგად გაჩენილ ჩაღრმავებაში სამხრეთ პოლუსზე. ითვლება, რომ შეჯახება, რისგანაც ეს ჩაღრმავება, ე.წ. აუზი წარმოიქმნა, იმდენად მძავრი იყო, რომ გაარღვია მთვარის ქერქი და გააშიშვლა მანტიის შემადგენელი ქანები. მთვარეზე არსებობის პირველივე დღეს Yutu-2-მა ჩაიწერა სინათლის სპექტრები, რომლებიც აირეკლებოდა მთვარის ნიადაგზე, რისთვისაც გამოიყენა ინფრაწითელი სპექტრმზომი. 

როდესაც მკვლევარებმა ეს სპექტრები გააანალიზეს, ნანახი მეტად განსხვავდებოდა მთვარის ჩვეულებრივი ზედაპირის მასალებისაგან - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი დავეი ლუ - ჩინეთის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის პლანეტოლოგი. 

Yutu-2-ის სპექტრებმა აჩვენა, რომ ნიადაგში დომინირებს ოლივინი და პიროქსენი კალციუმის დაბალი შემცველობით, რომლებიც, როგორც ითვლება, მთვარის მანტიის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია.  

„აუცილებელია შემდგომი დაკვირვებები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მასალები რეალურად მანტისაა“ - აცხადებენ გეოლოგები. 

პლანეტოლოგების ნაწილის აზრით უმჯობესი იქნებოდა ნიმუშები დედამიწაზე ჰქონოდათ და ჩაეტარებინათ ლაბორატორიული ანალიზი, რათა განესაზღვრათ სხვადასხვა მინერალური კომპონენტი. 

მთვარემავალი Yutu-2 აგრძელებს მთვარეზე არსებული მასალების კვლევას და ემზადება შემდეგი მისიისათვის - ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანოს. 

მანტიის ქიმიური შემადგენლობის გარკვევა მკვლევარებს დაეხმარება, შეიტყონ მთვარის ადრეული ისტორიის შესახებ. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ მილიარდობით წლის წინ მთვარე ნაწილობრივ ან მთლიანად დამდნარი იყო. შემდეგ, როდესაც იგი გაგრილდა და გამყარდა, სხვადასხვა სიმჭიდროვის მასალები გაიყო მანტიასა და ქერქს შორის. ამჟამად მეცნიერებს კრისტალიზაციის პროცესის სხვადასხვა მოდელი გააჩნიათ. მთვარეზე მოპოვებული ნიმუშები ხელს შეუწყობს იმის განსაზღვრას, რომელი მოდელი აღწერს უკეთ მთვარის ევოლუციას. 

დედამიწისაგან განსხვავებით მთვარეზე არ არის ტექტონიკური ფილები, მთვარეს პლანეტარული სხეულის უნიკალური სახეობის მუშაობის პროცესი ახასიათებს, რომელიც დედამიწისგან რადიკალურად განსხვავებულია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.