Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization, WIPO) ვებ-გვერდზე გამოჩნდა Intel-ის საპატენტო დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილია უცნაური სმარტფონები. 

image.jpeg 

საუბარი ეხება მოწყობილობებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან პანორამული გადაღების 360-გრადუსიანი თვალთახედვის კამერებით. ერთ-ერთი სმარტფონის შემთხვევაში მოცემული დისპლეი „კიდიდან კიდემდე“, რომლის ზედა ნაწილში ინტეგრირებულია კამერის ობიექტივი. საინტერესოა ის, რომ ეს მოდული ცენტრიდან ოდნავ დაშორებულია. 

image.jpeg 

აღწერილი სმარტფონის უკანა ნაწილზეც განთავსებულია დისპლეი ინტეგრირებული კამერით. ეს დისპლეი უკანა მხარის ზედაპირის დაახლოებით მესამედს იკავებს. 

როგორც მოსალოდნელია, ამგვარი უჩვეულო კონსტრუქცია მომხმარებლებს ხარისხობრივად ახალ შესაძლებლობებს მიანიჭებს ფოტოებისა და ვიდეომასალების გადაღების დროს. 

ზემოთხსენებულ საპატენტო დოკუმენტაციაში აღწერილია კიდევ ერთი სმარტფონი, რომელსაც აქვს მხოლოდ ფრონტალური ეკრანი გვერდითი ჩარჩოების გარეშე. ამ მოწყობილობაში ფრონტალური კამერა განთავსებულია კორპუსის ზედა ნაწილში. უკანა მხარეს მოცემულია ოდინარული კამერა. 

მესამე სმარტფონი პირველის მსგავსია. მას კამერები უშუალოდ ეკრანზევე აქვს ჩაშენებული, ამასთან, უკანა კამერა წარმოდგენილია ორმაგი მოდულითა და გვერდით განთავსებული ოპტიკური ბლოკებით. 

კორპორაცია Intel-მა პატენტებზე განაცხადი ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა IT-გიგანტი ამგვარი მოწყობილობების კომერციული ვერსიების შექმნას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.