Jump to content

Recommended Posts

Posted

ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე Volkswagen-ის კონცერნი აცხადებს, რომ დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება მთლიანად ელექტრო კომპაქტურ ავტომობილზე - ID.3. 

image.jpeg 

ელექტრომობილი სიმძლავრის მიხედვით წარმოდგენილი იქნება აკუმულატორების სამგვარი ვარიანტით: 45 კვტ/სთ-იანი, 58 კვტ/სთ-იანი და 77 კვტ/სთ. ერთ დამუხტვაზე გავლის მარაგი შესაბამისად შეადგენს 330, 420 და 550 კილომეტრს.  

image.jpeg 

თითოეულ მოდიფიკაციას ექნება 125-კილოვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. დამატებითი მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

image.jpeg 

საბაზისო კომპლექტაციის Volkswagen ID.3 ელექტრომობილის ფასი 30 ათას ევროს შეადგენს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც წინასწარ შეკვეთას გააფორმებენ, შეძლებენ შეიძინონ ID.3 1ST ვერსია 40 ათას ევროზე ნაკლებად (ზუსტი თანხა ჯერ არ სახელდება). 

image.jpeg 

ID.3 1ST ვერსიაში ხელმისაწვდომია სამი კომპლექტაცია: უმცროსი მოდელი მოიცავს სანავიგაციო სისტემას, ხმოვანი მართვის რეჟიმსა და დიდი ზომის საბურავის დისკებს. ID.3 1ST Plus ვარიანტს ექნება ორ ფერში გაფორმებული ინტერიერი და ექსტერიერი. და ბოლოს, ID.3 1ST Max მოდიფიკაცია წარმოდგენილი იქნება პანორამული სახურავითა და შერეული რეალობის პროეცირებისათვის განკუთვნილი დისპლეით. 

image.jpeg 

ID.3 1ST მოდელზე შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა თავდაპირველი შენატანის სახით 1000 ევროს გადახდა. ელექტრომობილების წარმოება დაიწყება მიმდინარე წლის დასასრულს, ფაქტიურ მიწოდებას კი Volkswagen-ი 2020 წლის შუა პერიოდიდან აპირებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.