Magdalena Posted May 10, 2019 Posted May 10, 2019 მიმდინარე კვირაში გერმანიაში ამოქმედდა eHighway გზატკეცილი, რომელიც წარმოდგენილია სპეციალური კონტაქტური ქსელით, რისი მეშვეობითაც სიარულისას იმუხტება ელექტრო სატვირთოები. გზატკეცილი ფრანკფურტის სამხრეთში მდებარეობს და მისი სიგრძე 10 კილომეტრია. ამგვარმა ტექნოლოგიამ ტესტირება უკვე გაიარა შვედეთსა და ლოს-ანჯელესში, თუმცა გზის უფრო მოკლე მონაკვეთებზე. რამდენიმე წლის წინ დიზელზე მომუშავე სატვირთოების მიერ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივის ფარგლებში კომპანია Siemens-მა და მძიმე სატვირთოების მწარმოებელმა Scania-მ გააერთიანეს ძალისხმევა, რათა მოეხდინათ სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურიობის რეალიზაცია. მათ მიერ შექმნილი ჰიბრიდული სატვირთო მანქანა ენერგიას იღებს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებიდან, რომლებიც გადაჭიმულია ჩვეულებრივი მაგისტრალების თავზე. შესაბამისად, ამგვარი მიდგომით ისინი ემსგავსება სისტემებს, რომლებიც უკვე გამოყენებულია ტრამვაებისა და ელექტრომატარებლების კვებისათვის. https://3dnews.ru/987151
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now