Jump to content

Recommended Posts

Posted

ინვესტორებისათვის გამართულ ღონისძიებაზე კორპორაცია Intel-მა მაქსიმალურად კონკრეტული გეგმები წარუდგინა მათ, ვინც დაინტერესებულია მისი პროდუქციით. 

image.png 

კომპანის ხელმძღვანელმა Robert Swan-მა განაცხადა, რომ 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი Ice Lake პროცესორების დებიუტი შედგება მიმდინარე წლის ბოლოს, თავად პროცესორები კი ფორმალურად ივნისშივე იქნება წარმოდგენილი. მომდევნო წლის პირველ ნახევარში გამოვა 10-ნანომეტრიანი სერვერული პროცესორები Ice Lake-SP, 2021 წელს კი კომპანია წარადგენს პირველ 7-ნანომეტრიან პროდუქტებს, აგრეთვე დაიწყებს მათ მასიურ წარმოებას.  

image.png 

7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული პირველი პროდუქტი იქნება დისკრეტული გრაფიკული პროცესორი, რომელიც გამოყენებას ჰპოვებს ხელოვნური ინტელექტის სფეროსა  და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში. ცნობილია ისიც, რომ ერთი წლით ადრე, 2020 წელს Intel გამოუშვებს 10-ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორს. დიდი ალბათობით, იგი გამოყენებული იქნება სამომხმარებლო სექტორის მოწყობილობებში, 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესი კი განკუთვნილი იქნება სერვერულ გადაწყვეტილებებსა და გამოთვლის დაჩქარებისთვის. 

 
 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, ახალ პროდუქტებში გამოყენებული იქნება ე.წ. ჩიპლეტები, აგრეთვე, პირველივე თაობის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესში Intel გამოიყენებს EUV-ლითოგრაფიას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, იგი პროცესორების შემუშავებას ოთხჯერ გაამარტივებს, ორჯერ გაზრდის ტრანზისტორების განთავსების სიმჭიდროვეს, ვატებში გათვლილი სიმძლავრე კი 20%-ით გაიზრდება.  

ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოსახულებიდან როგორც ჩანს, Intel აპირებს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ყოველ წელს განახლებას, შესაბამისად, 2023 წლისთვის იგი სამ თაობას შეიცვლის.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.