Magdalena Posted May 10, 2019 Posted May 10, 2019 ინვესტორებისათვის გამართულ ღონისძიებაზე კორპორაცია Intel-მა მაქსიმალურად კონკრეტული გეგმები წარუდგინა მათ, ვინც დაინტერესებულია მისი პროდუქციით. კომპანის ხელმძღვანელმა Robert Swan-მა განაცხადა, რომ 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი Ice Lake პროცესორების დებიუტი შედგება მიმდინარე წლის ბოლოს, თავად პროცესორები კი ფორმალურად ივნისშივე იქნება წარმოდგენილი. მომდევნო წლის პირველ ნახევარში გამოვა 10-ნანომეტრიანი სერვერული პროცესორები Ice Lake-SP, 2021 წელს კი კომპანია წარადგენს პირველ 7-ნანომეტრიან პროდუქტებს, აგრეთვე დაიწყებს მათ მასიურ წარმოებას. 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული პირველი პროდუქტი იქნება დისკრეტული გრაფიკული პროცესორი, რომელიც გამოყენებას ჰპოვებს ხელოვნური ინტელექტის სფეროსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში. ცნობილია ისიც, რომ ერთი წლით ადრე, 2020 წელს Intel გამოუშვებს 10-ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორს. დიდი ალბათობით, იგი გამოყენებული იქნება სამომხმარებლო სექტორის მოწყობილობებში, 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი კი განკუთვნილი იქნება სერვერულ გადაწყვეტილებებისა და გამოთვლის დაჩქარებისთვის. როგორც ცნობილია, ახალ პროდუქტებში გამოყენებული იქნება ე.წ. ჩიპლეტები, აგრეთვე, პირველივე თაობის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესში Intel გამოიყენებს EUV-ლითოგრაფიას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, იგი პროცესორების შემუშავებას ოთხჯერ გაამარტივებს, ორჯერ გაზრდის ტრანზისტორების განთავსების სიმჭიდროვეს, ვატებში გათვლილი სიმძლავრე კი 20%-ით გაიზრდება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოსახულებიდან როგორც ჩანს, Intel აპირებს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ყოველ წელს განახლებას, შესაბამისად, 2023 წლისთვის იგი სამ თაობას შეიცვლის. https://overclockers.ru/hardnews/show/97095/intel-planiruet-osvoit-7-nm-tehprocess-k-2021-godu-pervencem-budet-graficheskij-processor Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.