Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მა საზოგადოებას აცნობა უმნიშვნელოვანესი კონტრაქტის დადების შესახებ: Cray-სთან ერთად იგი დაკავდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის სუპერკომპიუტერ Frontier-ის აწყობით. დამკვეთი აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროა, სისტემის ექსპლუატაციას კი განახორციელებს ოკ-რიჯის ეროვნული ლაბორატორია: სუპერკომპუტერს გამოიყენებენ ამინდის პროგნოზირებისათვის, გენეტიკური და ბიოლოგიური კვლევებისათვის, ენერგიის ახალი წყაროების ძიებისათვის. Frontier-ის წარმადობა გადააჭარბებს 1,5 ექსაფლოპსს (1 500 000 000 000 000 000 ოპერაცია წამში). 

image.jpeg 

AMD ამ სუპერკომპიუტერის შექმნისათვის წარადგენს სპეციალური შეკვეთის EPYC-პროცესორებს Zen 2-ის შემდგომი არქიტექტურით. როგორც ჩანს, ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ადაპტირებადი არქიტექტურა Zen 3, რომლის  სამომხმარებლო სექტორზე დებიუტიც დაგეგმილია 2020 წლისათვის.  

image.jpeg 

სუპერკომპიუტერისათვის ასევე სპეციალური შეკვეთით დამზადდება Radeon Instinct სერიის გამომთვლელი ამაჩქარებლებიც. სავარაუდოდ, ეს არ იქნება არც უკვე არსებული და არც სამომავლო Navi არქიტექტურა. ცნობილია, რომ ახალი ამაჩქარებლების ბაზაზე მოქმედი გრაფიკული პროცესორები გამოიყენებენ HBM ტიპის მეხსიერებას, თუმცა მათი თაობა ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. დამკვეთმა იმედი გამოთქვა, რომ NVIDIA-ს კონკურენტის შემოსვლა  სუპერკომპიუტერების სეგმენტზე უზრუნველყოფს ამგვარი სისტემების შექმნისათვის საჭირო ბიუჯეტის უფრო ეფექტურად გამოყენებას.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.