Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ტურისტულმა კომპანია Maid of the Mist-მა შექმნა მთლიანად ელექტრო ხომალდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ტურისტების გადაყვანა ნიაგარას ჩანჩქერთან თანაც ნულოვანი მავნე გამონაბოლქვით. 

კატამარანის ტიპის ხომალდი იწყობა Maid of the Mist-ის ქარხანაში, ვირჯინიის შტატში. თუკი კომპანია შეძლებს გეგმის წარმატებით განხორციელებას, მისი ხომალდები იქნება აშშ-ში აწყობილი პირველი მთლიანად ელექტრო გემები. 

ხომალდებში გამოყენებული იქნება ლითიუმ-იონური აკუმულატორები სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით. ბატარეის 80%-მდე დატენვისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ შვიდი წუთი - ამტკიცებს კომპანია. 

გემები იგება მოდულების სახით, რომლებსაც ნიაგარას ჩანჩქერის აკვატორიაში თვის ბოლოს გადაიტანენ საბოლოო აწყობისათვის. დაგეგმილია, რომ მათი გამოყენება დაიწყება სექტემბრიდან და ისინი ჩაანაცვლებენ ორ მოძველებულ გემს, რომლებიც აიგო 1990 და 1997 წლებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.