Jump to content

Recommended Posts

Posted

ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ კაცობრიობა სრული სვლით მიიწევს ნულოვანი ტოქსიკური გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე გადასვლისაკენ. თუმცა სულ სხვა საქმეა, როდესაც კონკრეტული ქალაქი ზუსტ თარიღს ასახელებს, თუ როდის გაქრება მისი ქუჩებიდან შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილები. ერთ-ერთი ასეთია ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი. 

image.jpeg 

2030 წლიდან გამონაბოლქვის მილსადენის მქონე ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ ამსტერდამში 

მცირე ხნის წინ ამსტერდამის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2030 წლიდან ქალაქში აიკრძალება ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე მანქანები. მიზნამდე მისვლას მეგაპოლისი ეტაპობრივად აპირებს, პირველი ეტაპი მომდევნო წელსვე დაიწყება: ქალაქის ქუჩები დაიკეტება დიზელის ძრავზე მომუშავე იმ ავტომობილებისათვის, რომლებიც გამოშვებულია 2005 წლამდე.  

მეორე ეტაპი დაიწყება 2022 წელს - დედაქალაქის ცენტრში აიკრძალება ატმოსფეროს დამაბინძურებელი ავტობუსების გადაადგილება, 2025 წლიდან კი ამსტერდამში დაუშვებელი იქნება შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოპედისა და კატერის გამოყენება.  

image.jpeg 

მოქალაქეების ელექტრომობილებზე გადასვლისათვის ამსტერდამის ხელისუფლებას მოუწევს რვაჯერ გაზარდოს ელექტრო დამტენი სადგურების რაოდენობა 

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ამსტერდამის უამრავი მაცხოვრებელი და სტუმარი ქალაქში გადასაადგილებლად ველოსიპედს იყენებს. თუმცა ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა აზრით საავტომობილო-საწყლოსნო გზებზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ისეთ ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც გამონაბოლქვით წამლავს ჰაერს და ქალაქის მაცხოვრებლების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. 

ბენზინისა და დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების ალტერნატივად მოქალაქებს შემოთავაზებული ექნებათ 2030 წლიდან გამოიყენონ ელექტრომობილები ან წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილები. ამ პროგრამის რეალიზაციისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი ხარჯი ელის 23 ათასი დამტენი სადგურის გასახსნელად - მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ამჟამად ამსტერდამში მოქმედი დამტენი სადგურების რიცხვი მხოლოდ 3 ათასია. გარდა ამისა, ელექტრომობილები და სხვა ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებები გაცილებით ძირი ღირს ბენზინის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით და ამის გამო შესაძლოა მაცხოვრებელთა ნაწილისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.