Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ ფასებს შეამცირებს თავისი შვილობილი კომპანია SolarCity-ს მიერ წარმოებულ მზის პანელებზე. ამჟამად კომპანიის ვებ-გვერდზე მოცემულია პანელების მასივი, რომელიც 4 კვტ ენერგიის მიების საშალებას იძლევა, მისი ფასი კი 7980 აშშ დოლარია მონტაჟის ჩათვლით. 1 ვატი ენერგიის ღირებულება 1,99 დოლარს შეადგენს. მომხმარებლის საცხოვრებელი რაიონის მიხედვით 1 ვატის ფასი ზოგ ადგილას 1,75 დოლარამდე ჩამოდის, რაც 38%-ით ნაკლებია აშშ-ის მასშტაბით საშუალო ფასზე. 

image.jpeg 

 

კომპანიის ხელმძღვანელობა გამოჰყოფს რამოდენიმე მთავარ ფაქტს, რომლებმაც განაპირობა პანელების ფასის მნიშვნელოვანი კლება. პირველ რიგში, ჩატარდა კომპანიის ხსენებული შემოთავაზების სტანდარტიზაცია. ამჟამად მსურველებს შეუძლიათ 4 კილოვატიანი მასივის შეძენა, რომლის შემადგენლობაშიც მზის 12 პანელი შედის. გარდა ამისა, კომპანია თავის თავზე იღებს დამონტაჟების ხარჯებს. შედეგად კომპანია მოელის, რომ გაიზრდება ინტერესი  პროდუქციაზე მომხმარებელთა მხრიდან. 

სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ჯამში 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მზის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ბიზნესი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო წლებთან შედარებით. პირველ კვარტალში Tesla-მ საერთო ჯამში გაყიდა 47 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 73 მვტ-ის ტოლი იყო. 

image.jpeg 

კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება მზის ბატარეების გაყივების მასშტაბის ზრდა. Tesla-ს მზის პანელები, რომლებიც გარეგნულად მოგვაგონებს სახლის ჩვეულებრივ გადასახურ მასალას, დაანონსდა 2016 წელს, მოგვიანებით კი ისინი ილონ მასკის სახლის სახურავზე დაამონტაჟეს. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, მიმართულება საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება. ჯამში კომპანია ელის გაყიდვების მატებას, რაც ვითარების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.