Jump to content

Recommended Posts

Posted

ტექნოლოგიური კომპანიები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ექცევიან კრიტიკის ქვეშ მომხმარებლების კონფიდენციალურ მონაცემებთან დამოკიდებულების გამო. რეგულარულად ხდება კიბერშეტევები და მონაცემების გატეხვა, რომელთა შემდეგა პირადი მონაცემები ბოროტმქმედთა ხელში ხვდება. სკანდალების შედეგად როგორც ცნობილი ხდება, ცნობილი უმსხვილესი კომპანიებიც კი ვერ ახერხებენ მომხმარებელთა მონაცემები შეინახონ უბრალო ტექსტის მსგავსად დაუშიფრავი სახით. 

image.jpeg 

მსგავსი მიზეზების გამო Google და Facebook ცდილობენ მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყონ თავიანთ საქმიანობებში. ამ კომპანიებისგან ითხოვენ ახსნას, თუ რა სახის მონაცემებს აგროვებენ და ინახავენ ისინი. ზოგიერთ კომპანიას სამომავლოდ აქვს შემოავაზებული გარკვეული ინსტრუმენტები მომხმარებლების მონაცემების წასაშლელად. პირველ რიგში ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, რადგანც სწორედ ეს სივრც გამოირჩევა განსაკუთრებული უნდობლობითა და მოთხოვნებით. 

Google იძლევა საშუალებას წაიშალოს ის ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შეაგროვა მომხმარებლის ინტერნეტში საქმიანობის დროს. თუმცა ეს მხოლოდ დროებით ზომებია. მომხმარებლეს არ შეუძლიათ მუდმივად აუკრძალონ და დაუმალონ Google-ს საძიებო მოთხოვნები, ადგილმდებარეობების ისტორია და სხვა მონაცემები. საუკეთესო შემთხვევაში შესაძლებელია ამ ფუნქციებიდან რამოდენიმე მათგანის დაპაუზება. 

image.jpeg 

შესაძლებელია შეგროვებული მონაცემების წაშლა ერთგვაროვანი დროის მონაკვეთებში, თუმცა დიდი ალბათობით ბევრ მომხმარებელს დაავიწყება ამის მექანიკურად შესრულება. ასეთი გულმავიწყ მომხმარებლებისათვის Google გვთავაზბს ავტომატური წაშლის ფუნქციას. 

შესაძლებელი იქნება ავტომატური წაშლისათვის დაყენდეს სამთვიანი ან 18-თვიანი პერიოდი. კონტროლის ეს მექანიზმი უახლოეს პერიოდში დაინერგება და გავრცელდება სხვა სახის მონაცემებზეც, მაგალითად Google Assistant-ის ისტორიაზე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.