Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩემს მონიტორზე (Asus MG278Q 2560×1440@144Hz) შევაერთე XP-ს "რეტრო" კოპი

GTX 780  მიყენია მასზე და (ბოლო დრაივერი 368.81)  HDMI კაბელით შევაერთე

ავტომატურად მაქსიმუმ Full HD აჩვენებს და იმასაც 60 ჰერცზე,

პრობლემა იმაშია, რომ ეკრანზე სკალირება გათიშული მაქვს, Nvidia-ს დრაივერებში კი არსად ჩანს სკალირების ოპციები, ჩანს მხოლოდ 1:1 ცენტრირებული გამოსახულება.

როცა მონიტორზე ჩავრთავ სკალრებას მაშინ კი შლის მთელ ეკრანზე, 

შემდეგ Nvidia-ს დრაივერიდან დავამატე Custom resolution-ები

ჯერ Full HD-ზე 144 ჰერცი, მშვენივრად იმუშავა (სკალირების გარეშე ოღონდ), შემდეგ 1440p დავამატე და არც მაშინ გაშალა მთელ ეკრანზე გამოსახულება, იგივე ეკრანში გააკეთა და სკროლ ბარები გაუჩნდა Desktop-ს ზოგ ნეტტოპზე რომ იყო ხოლმე ძალიან დაბალი რეზოლუციის ეკრანით ისე

ამავე რეზოლუციაზე ჩავრთე მონიტოორზე სკალირება და გაშალა მთელ ეკრანზე, თუმცა ისევ ზუსტად იგივე სკროლ ბარებით როგორც 1:1 ცენტრირებულის შემთხვევაში

რამე შეზღუდვა აქვს XP-ზე რეზოლუციას?

DVI კაბელი ვცადე, იმან კი გაშალა მთელ ეკრანზე, მაგრამ 1440p ვერ აჩვენა საერთოდ

Display Port არ მიცდია, მეზარება მოხსნა მეორე კომპიდან :)

Posted

დისპლეიპორტზეც თუ არაფერი გამოგივიდა ესე იგი XP პრალია ეგ შეზღუდვა, ვინდოუს 10 აღარ გიცდია თუ გეზარება გადაყენება

Posted

Windows 10-ზე ყველაფერი კარგად მუშაობს, XP-ს მუღამი მაქვს, მინდა ამ მონიტორზე მქონდეს შეერთებული მთავარ დესკტოპთან ერთად, მაგრამ რაღაც ვერ გავმართე

Full HD ტელევიზორზე რომ ვაერთებ, უპრობლემოდ გამოდის სწორი გამოსახულება

Posted

შეიძლება გარკვეული პრობლემები აქვს 2K გამოსახულების გამოტანის XP-ზე, მაგის დრაივერებზე შეიძლება ცუდი საპორტია მაგ გაფართოვების

Posted
11 minutes ago, George said:

შეიძლება გარკვეული პრობლემები აქვს 2K გამოსახულების გამოტანის XP-ზე, მაგის დრაივერებზე შეიძლება ცუდი საპორტია მაგ გაფართოვების

მეც მაგას ვფიქრობ, მაგრამ როგორ მოვაგვარო ეგ მაინტერესებს :)

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.