Jump to content

Recommended Posts

Posted

საცალო გაყიდვების გიგანტ Amazon-ის შვილობილმა კომპანია Amazon Web Services-მა (AWS) შექმნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი Amazon Managed Blockchain (AMB). 

პროდუქტი, როგორც კომპანია ამტკიცებს, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან ბლოკჩეინ-ქსელები თავიანთი ორგანიზაციებისათვის. იგი აგრეთვე იყენებს Ethereum-ისა და Hyperledger-ის ღია კოდის მქონე პლატფორმებს. აღსანიშნავია, რომ Amazon აცხადებს - ABM-ს შეუძლია ათასობითა და მილიონობით ტრანზაქციის მხარდაჭერის მასშტაბირება. 

image.png 

Amazon-ის განცხადებით, blockchain-as-a-service (BaaS) ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს შეიმშავონ და აამოქმედონ თავიანთი ქსელები უფრო სწრაფად და თანაც ნაკლები დანახარჯებით, რადგანაც იგი აგვარებს შემდეგ აუცილებელ პირობებს: „აღჭურვილობის წარდგენა, პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, წვდომისათვის საჭირო სერტიფიკაციების შექმნა და მართვა, ქსელის პარამეტრების კონტროლი“. Amazon Managed Blockchain-ის გენერალურმა მენეჯერმა Rahul Pathak-მა განაცხადა: 

Amazon Managed Blockchain ზრუნავს ნოუდების უზრუნველყოფაზე, ქსელისა და სერთიფიკაციების მართვაზე, უსაფრთხოებასა და ქსელის მასშტაბირებაზე“. 

AMB-ის დამნერგავ მთავარ კომპანიებს შორის წარმოდგენილია ამერიკული საკომუნიკაციო გიგანტი AT & T, კვების პროდუქტების მწარმოებელი გლობალური კომპანია Nestlé და Singapore Exchange Limited. 

AMB-ის შესახებ პირველად დაანონსდა გასული წლის ნოემბერში მონაცემთა ბაზა Amazon Quantum Ledger-თან (QLDB) ერთად. QLDB - ეს არის საბუღალტრო წიგნის მონაცემთა ბაზა, რომელიც განკუთვნილია გამჭვირვალე, უცვლელი და შემოწმებული ტრანზაქციების წარმოდგენისათვის. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.