Magdalena Posted May 2, 2019 Posted May 2, 2019 საცალო გაყიდვების გიგანტ Amazon-ის შვილობილმა კომპანია Amazon Web Services-მა (AWS) შექმნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი Amazon Managed Blockchain (AMB). პროდუქტი, როგორც კომპანია ამტკიცებს, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან ბლოკჩეინ-ქსელები თავიანთი ორგანიზაციებისათვის. იგი აგრეთვე იყენებს Ethereum-ისა და Hyperledger-ის ღია კოდის მქონე პლატფორმებს. აღსანიშნავია, რომ Amazon აცხადებს - ABM-ს შეუძლია ათასობითა და მილიონობით ტრანზაქციის მხარდაჭერის მასშტაბირება. Amazon-ის განცხადებით, blockchain-as-a-service (BaaS) ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს შეიმუშავონ და აამოქმედონ თავიანთი ქსელები უფრო სწრაფად და თანაც ნაკლები დანახარჯებით, რადგანაც იგი აგვარებს შემდეგ აუცილებელ პირობებს: „აღჭურვილობის წარდგენა, პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, წვდომისათვის საჭირო სერტიფიკაციების შექმნა და მართვა, ქსელის პარამეტრების კონტროლი“. Amazon Managed Blockchain-ის გენერალურმა მენეჯერმა Rahul Pathak-მა განაცხადა: „Amazon Managed Blockchain ზრუნავს ნოუდების უზრუნველყოფაზე, ქსელისა და სერთიფიკაციების მართვაზე, უსაფრთხოებასა და ქსელის მასშტაბირებაზე“. AMB-ის დამნერგავ მთავარ კომპანიებს შორის წარმოდგენილია ამერიკული საკომუნიკაციო გიგანტი AT & T, კვების პროდუქტების მწარმოებელი გლობალური კომპანია Nestlé და Singapore Exchange Limited. AMB-ის შესახებ პირველად დაანონსდა გასული წლის ნოემბერში მონაცემთა ბაზა Amazon Quantum Ledger-თან (QLDB) ერთად. QLDB - ეს არის საბუღალტრო წიგნის მონაცემთა ბაზა, რომელიც განკუთვნილია გამჭვირვალე, უცვლელი და შემოწმებული ტრანზაქციების წარმოდგენისათვის. https://cointelegraph.com/news/amazon-web-services-launches-managed-blockchain-service 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.