Jump to content

Star Citizen ერთი კვირის განმავლობაში უფასო იქნება


Recommended Posts

Posted

გეიმერებისთვის სასიამოვნო შემოთავაზებ აქვს კრის რობერტსა და მის სტუდია Cloud Imperium Games-ს. თამაშ Star Citizen-ის ალფა-ვერსია დღეიდან ერთი კვირის მანძილზე უფასო იქნება. აქცია სახელწოდებით Free Fly გაგრძელდება 8 მაისამდე. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გეიმერის მხრიდან სკეპტიკური განწყობა არსებობს თამაშის მიმართ, Star Citizen კარგი ტემპებით ვითარდება. ალფა-ვერსიაშ, რომელიც უფასო იქნება მიმდინარე კვირაში, უკვე წარმოდგენილია მდედრობითი სქესის გეიმინგ-პერსონაჟები, პლანეტა-ქალაქი ArcCorp, რომელსაც ცხადია საფუძვლად უდევს რესპუბლიკის ცენტრალური სამყარო „ვარსკვლავური ომებიდან“. თამაშში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ფრენების ახალი, რეალისტური მოდელი.  

ალფა-ვერსია 3.5-ში ასევე ხელმისაწვდომი იქნება პერსონაჟების custom-იზაციის განახლებული სისტემა, გაუმჯობესებული ხმა და ა.შ. 

უფასო თამაშის ფარგლებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მოსინჯოს სხვადასხვა კლასისა და ტიპის ხუთი კოსმოსური ხომალდი. ესენი იქნება ჩქაროსნული ტიპის, საბრძოლო, სატრანსპორტო და მეშახტეების საფრენი აპარატი. 

Posted

ერთი კვირის შემდეგ კვლავ ფასიანი გახდება ხო? თუ ასასინების მსგავსად  ერთხელ ჩაწერის შემდეგ სულ უფასო იქნება?

Posted
23 minutes ago, eolsori said:

ერთი კვირის შემდეგ კვლავ ფასიანი გახდება ხო? თუ ასასინების მსგავსად  ერთხელ ჩაწერის შემდეგ სულ უფასო იქნება?

ერთი კვირის შემდეგ ისევ ფასიანი გახდება.

Posted

ვიწერ. ვნახო აბა რა შეიცვალა იმის მერე რაც ბოლოს 2 წლის უკან ვითამაშე თუ 3ის :D 

ის მაგარი მოიფიქრეს სსდ-ზე უნდა იყოს უმჯობესიაო. 

Posted
19 hours ago, MaKaSaRa said:

ვიწერ. ვნახო აბა რა შეიცვალა იმის მერე რაც ბოლოს 2 წლის უკან ვითამაშე თუ 3ის :D 

ის მაგარი მოიფიქრეს სსდ-ზე უნდა იყოს უმჯობესიაო. 

ArcCorp-ზე წადი აუცილებლად :D

Posted

ამ თემის ადგილიც უფრო ახალი ამბების თემაშია, რახან არის ამ განყოფილებაში უკვე გახსნილი ცალკე თემა მაგ თამაშზე

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.