Magdalena Posted May 1, 2019 Posted May 1, 2019 კომპანია AMD-ის ვიდეო ბარათი Radeon VII კიდევ ერთხელ გახდა ლიდერი კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების მხრივ. ფლაგმანურმა გრაფიკულმა ამაჩქარებელმა წარმადობით გადააჭარბა Vega-ს ბაზაზე შექმნილ ბარათებს, ორი GPU Fiji-ს ბაზაზე არსებულ Radeon Pro Duo-ს, ასევე უკან ჩამოიტოვა ამ დრომდე არსებული ლიდერი NVIDIA Titan V. ქარხნულ (დამატებებისა და ცვლილებების გარეშე არსებულ) Radeon VII ვიდეო ბარათს შეუძლია უზრუნველყოს მოპოვება 90 Mhash/წმ. სიჩქარით. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია ქარხნულ Radeon RX Vega 64-ზე, აგრეთვე 29 %-ით აჭარბებს Radeon Pro Duo-ს სიჩქარეს. Titan V-სთან სხვაობაც საკმაოდ თვალშისაცემია - NVIDIA-ს სტანდარტული კონფიგურაციის ვიდეო ბარათს შეუძლია უზრუნველყოს ჰეშრეითი მაჩვენებლით - 60 Mhash/წმ. პარამეტრების სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით შესაძლებელია Radeon VII ბარათის ჰეშრეითი 100 Mhash/წამადე გაიზარდოს. თუმცა ოპტიმალურია შემცირდეს ენერგომოხმარება 319-დან 251 ვატამდე. ამავე დროს დაშვებულია მეხსიერების აჩქარება 1000-დან 1100 მეგაჰერცამდე, GPU-ის მუშაობა კი ოპტიმალურია 1750 მეგაჰერც სიხშირეზე. ამგვარ პირობებში მოპოვების სიჩქარე იქნება 91 Mhash/წმ, ეფექტურობა კი 21%-ით გაიზრდება. ვიდეო ბარათი სტანდარტული ჰეშრეითი/ Mhash/წმ. ოპტიმიზებული ჰეშრეითი/ Mhash/წმ. Radeon VII Titan V Radeon Pro Duo (Fiji) GeForce GTX 1080 Ti Radeon RX Vega 64 Radeon RX 580 90 69 64 30-35 32 25 100 82 50-55 44 30 Titan V-სთან შედარებით Radeon VII ბარათს არა მარტო უფრო მაღალი წარმადობის მაჩვენებელი აქვს, არამედ ბევრად მიმზიდველია მისი ფასიც - NVIDIA-ს ბარათი 3 ათასი აშშ დოლარი ღირს, AMD Radeon VII კი - 700 დოლარი. საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა Radeon RX Vega 64-სა და Radeon VII ბარათებს შორის. საქმე მეხსიერებასა და მის სიჩქარეში მდგომარეობს. Radeon RX Vega 64-ს აქვს 8 გბ HBM2 მეხსიერება წამში 484 გბ სიჩქარით. Radeon VII-ს კი აქვს 16-გიგაბაიტიანი HBM2, რომლის სიჩქარეა 1 ტბ/წმ. თანაც, ორივე ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება დაახლოებით ერთ დონეზეა, რის შედეგადაც Radeon VII ბევრად საინტერესო გადაწყვეტილებაა მაინინგისათვის. არსებობს ერთი მინუსიც: მაინინგის შემოსავლიანობა ამჟამად მეტად დაბალ დონეზეა და ზემოთხსენებული მაღალი ჰეშრეითით მიღებული მოგებაც კი დიდად სახარბიელო არ იქნება. სულ სხვაგვარი იქნებოდა ვითარება, Radeon VII წელიწადნახევრის წინ რომ არსებულიყო. https://3dnews.ru/986718
George Posted May 1, 2019 Posted May 1, 2019 2080Ti-2080 სუსტია მაგ ალგოზე თუ რატომ არაა დატესტილი, ჩემი სისტემით TDP 70% (4X1080+1080Ti) 190 მჰ/სეკ დებს სადღაც პილით ნორმალური მაინერით
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now