Jump to content

Recommended Posts

Posted

Dartmouth College-ის მკვვარებმა გაიმარჯვეს NASA-ს კონკურსში, რომელიც მარსზე სათბურების აშენებას უკავშირდება. გამარჯვებულების პროექტი თეორიულად საშუალბეს იძლევა წითელ პლანეტაზე ადამიანებმა მოიყვანონ რვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურა და შედეგად ოთხი ადამიანისაგან შემდგარი ეკიპაჟის თითოეული წევრი  უზრუნველყოფილ იქნეს 3100 კალორიით დღეში - ნათქვამია კოლეჯის ვებ-გვერდზე. 

პროექტი წარდგენილი იყო მარსული სათბურების შემუშავების კონკურსზე - BIG Idea Challenge, რომელსაც ყოველ წელს ატარებენ NASA და აშშ-ის ეროვნული აეროკოსმოსური წარმოების უნივერსიტეტი (NIA). Dartmouth-ის კოლეჯი ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი გახლდათ. 

image.jpeg 

სტუდენტების პროექტს სახელად Demeter ჰქვია. მისი მიხედვით წითელ პლანეტაზე უნდა აშენდეს გუმბათისმაგვარი სათბურები, რომელთა ზედა ნაწილებზე განთავსებული იქნება მკვებავი ხსნარის რეზერვუარები. მარსული გრავიტაციის წყალობით ხსნარი თანაბრად გადანაწილდება ნარგავებს შორის. 

ასეთ სათბურში შესაძლებელი იქნება მოიყვანონ კომბოსტო, სოიო, ბატატი, კარტოფილი, ბროკოლი, მარწყვი, ხორბალი და Chufa (მიწის ნუში). რეზერვუარში არსებული მკვებავი ხსნარი საკმარისი იქნება 600 დედამიწური დღის მანძილზე გამოსაყენებლად - სწორედ ეს პერიოდი გაგრძელდება მისია კონკურსის თანახმად. 

პროექტის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=R526kxDOf0E 

NASA-ს უკვე აქვს ჩატარებული მარსული საცხოვრებლების შერჩევის კონკურსიც - 3D-Printed Habitat Challenge, რომელშიც შერჩეულ იქნა სამი ვარიანტი, სადაც სამომავლოდ ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას. ამ კონკურსის შესახებ ჩვენ მიერ მომზადებული პოსტი იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2Z4sTiq 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.