Jump to content

Recommended Posts

Posted

ზოგიერთ ავტომობილში წარმოდგენილია მეტად საინტერესო ტექნოლოგია - „ჭკვიანი“ ტონირება, რომლითაც მუქ ფერად იცვლება მინები სპეციალური საფარით. გამოქვეყნებული პატენტიდან გამომდინარე, კომპანია Tesla-მ გააუმჯობესა ეს ტექნოლოგია და საფარი მცირე ზომის LED-განათებებით ჩაანაცვლა. როგორც წესი, ელექტრო ტონირება გამოიყენება ავტომობილის ლუქებში, მომავალში კი შესაძლებელია სალონი განათდეს სწორედ ასეთი ინოვაციური მინებიდან. 

image.jpeg 

საპატენტო განაცხადის თანახმად ტექნოლოგიის მთავარი მიზანია გაკოტროლდეს Tesla-ს ავტომობილების სალონებში განათება მთელი დღის განმავლობაში. ლუქის ორ გამჭვირვალე მინაზე დამაგრებული იქნება ელექტრონული საფარი და მისი წყალობით მიზანი მიღწევადი იქნება. დღის განმავლობაში მინა მუქ ფერს მიიღებს და სალონში მზის სხივებს არ შემოუშვებს. საღამოდან კი მინა განათდება უმცირესი ზომის LED-განათებებით. 

განაცხადში აღნიშნულია, რომ ავტომობილების მფლობელები შეძლებენ აკონტროლონ განათების ინტენსიურობა სპეციალური ინტერფეისით ავტომობილის ეკრანიდან ან მობილური აპლიკაციიდან.  

ახალი ტექნოლოგიის ავტორია ინჟინერი Jung Mi Hyun, რომელიც Tesla-ს გუნდს 2016 წელს შეუერთდა. მ დრომდე იგი მუშაობდა Apple-ში და ქმნიდა უახლეს დისპლეებს ხსენებული კომპანიისათვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.