Magdalena Posted May 1, 2019 Posted May 1, 2019 ზოგიერთ ავტომობილში წარმოდგენილია მეტად საინტერესო ტექნოლოგია - „ჭკვიანი“ ტონირება, რომლითაც მუქ ფერად იცვლება მინები სპეციალური საფარით. გამოქვეყნებული პატენტიდან გამომდინარე, კომპანია Tesla-მ გააუმჯობესა ეს ტექნოლოგია და საფარი მცირე ზომის LED-განათებებით ჩაანაცვლა. როგორც წესი, ელექტრო ტონირება გამოიყენება ავტომობილის ლუქებში, მომავალში კი შესაძლებელია სალონი განათდეს სწორედ ასეთი ინოვაციური მინებიდან. საპატენტო განაცხადის თანახმად ტექნოლოგიის მთავარი მიზანია გაკოტროლდეს Tesla-ს ავტომობილების სალონებში განათება მთელი დღის განმავლობაში. ლუქის ორ გამჭვირვალე მინაზე დამაგრებული იქნება ელექტრონული საფარი და მისი წყალობით მიზანი მიღწევადი იქნება. დღის განმავლობაში მინა მუქ ფერს მიიღებს და სალონში მზის სხივებს არ შემოუშვებს. საღამოდან კი მინა განათდება უმცირესი ზომის LED-განათებებით. განაცხადში აღნიშნულია, რომ ავტომობილების მფლობელები შეძლებენ აკონტროლონ განათების ინტენსიურობა სპეციალური ინტერფეისით ავტომობილის ეკრანიდან ან მობილური აპლიკაციიდან. ახალი ტექნოლოგიის ავტორია ინჟინერი Jung Mi Hyun, რომელიც Tesla-ს გუნდს 2016 წელს შეუერთდა. იმ დრომდე იგი მუშაობდა Apple-ში და ქმნიდა უახლეს დისპლეებს ხსენებული კომპანიისათვის. https://hi-news.ru/technology/tesla-razrabotala-elektricheskij-lyuk-dlya-osveshheniya-salona-avtomobilej.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.