Jump to content

Recommended Posts

Posted

მომხმარებლების წინააღმდეგ მიმართული უკანონო კრიპტო-მაინინგი, იგივე cryptojacking-ი „არსობრივად გაქრა“ - ნათქვამია კიბერუსაფრთხოების საკითხში მოქმედი კომპანია  MalwareBytes-ის ანგარიშში. 

კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბრაუზერში ინტეგრირებული მაინინგის სერვისი CoinHive დაიხურა მარტში, cryptojacking-ი მომხმარებლების წინააღმდეგ მკვეთრად შემცირდა. თუმცა დაწესებულებების, კომპანიების წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმების შემთხვევების რაოდენობა იზრდება გასული კვარტალიდან მოყოლებული. 

image.png 

MalwareBytes ასევე აღნიშნავს, რომ Bitcoin-ის (BTC) მფლობელებმა, რომლებიც იყენებდნენ Electrum-საფულეებს Mac-ზე, დაკარგეს ერთობლივად 2,3 მლნ დოლარზე მეი საფულის ტროიან-ვერსიის გამო, რომელიც მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. 

Cryptojacking - ეს არის გამომთვლელი მოწყობილობის გამოყენება კრიპტოვალუტის მაინიგისათვის მოწყობილობის მფლობელის ინფორმირებულობისა და ნებართვის გარეშე. ამგვარი შემთხვევებისათვის დამახასიათებელი ეფექტები, რომლებსაც დაჰაკული მოწყობილობების მფლობელები გრძნობენ - არის მოქმედების შენელება, მოწყობილობის მიერ ჭარბი ტემპერატურის გამოყოფა და ბატარეის მუშაობის დროის შემცირება. როგორც ცნობლია, ყველაზე ხშირად ხსენებული ტიპის ბოროტმოქმედების სამიზნეს წარმოადგენს პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Monero (XMR), რომელზე თავდასხმისასაც რთულია დაჰაკვის აღმოჩენა. 

გასული წლის მაისში Cointelegraph-ის მეშვეობით ცნობლი გახდა, რომ Coinhive-ის კრიპტო მაინინგ-სკრიპტი აღმოჩენილ იქნა მსოფლიოს 300-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ვებ-გვერდებში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.