Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google აპლიკაციების მსხვილ მწარმოებელს უკრძალავს Play Store-ში აპლიკაციების განავსებას. გარდა ამისა, ამ დრომდე არსებული DO Global-ის აპლიკაცებიც წაიშლება, რადგანაც მწარმოებელი ამხილეს სარეკლამო მაქინაციებში. ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ DO Global-ის მიერ შექმნილი აპლიკაციების დაახლოებით ნახევარი უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი Play Store-ში. საერთო ჯამში Google წვდომას დაბლოკავს კომპანიის ასზე მეტ პროდუქტზე. აღვნიშნავთ, რომ DO Global-ის წილს ფლობს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Baidu, ხსენებული კომპანიის აპლიკაცები სულ 600 მილიონჯერ იქნა ჩამოტვირთული მომხმარებლების მიერ. 

image.jpeg 

DO Global არ არის პირველი კომპანია, რომელიც Google-ის სანქციებს ქვეშ მოექცა, თუმცა იგი მსგავს კომპანიებს შორის უმსხვილესია. არ არის გამორიცხული, რომ DO Global-მა ვეღარ შეძლოს მეტად მუშაობა AdMod ქსელში, რომელიც საშუალებას იძლევა კომპანიამ მოგება მიიღოს გამოქვეყნებული აპლიკაციებიდან. აქედან გამომდინარე, მწარმოებელი დაკარგავს მობილური რეკლამის ვრცელ ბაზარს, რომელიც Google-ის კონტროლის ქვეშ იმყოფება. 

DO Global-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა კომპანიის ექვს სოფთვეარ-პროდუქტში აღმოაჩინეს კოდი, რომელიც სარეკლამო რგოლებთან იყო კავშირში. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ აპლიკაციას მსგავსი სახელწოდებები ჰქონდა, თუმცა იმალებოდა მათი მიკუთვნებულობა Do Global-თან, რაც Play Store-ის პოლიტიკის დარღვეაა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.