Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-ს გეგმის შესხებ, რომ სურდა Model S და Model X ელექტრომობილები მოდერნიზებულ ძრავებზე გადაეყვანა - ცნობილი გახდა მიმდინარე თვის დასაწყისში. ამჯერად ამერიკულმა კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა ხსენებული განახლება თავისი ავტომობილებისათვის. 
image.jpeg 

ზემოთხსენებულ ელექტრომობილებშ ამ დრომდე გამოიყენებოდა ასინქრონული ძრავები, ამჯერად კი ისინი აღიჭურვა მუდმივი მაგნიტის მქონე ელექტროძრავებით. სწორედ ასეთივე ძრავია გამოყენებული Tesla Model 3-ში. მწარმოებლის განცხადებით, ამგვარი გადაწყვეტილება საშალებას იძლევა შესამჩნევად გაიზარდოს სვლის მარაგი, მოკლედ, ახალი ძრავი ბევრად ენერგოეფექტურია. 

კომპანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შედეგად 10%-ით გაიზრდება ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა სატრანსპორტო საშუალებებში. თანაც გასავლელი მარაგის ასეთი ზრდა მიღწეული იქნება 100 კილოვატიანი ბატარეის ფუნქციონალურობაში ყველანაირი ჩარევის გარეშე. მოდერნიზაციის შემდეგ Model S-ის ვერსია Long Range შეძლებს ერთ დამუხტვაზე გაიაროს დაახლოები 600 კილომეტრი, Model X კი გაივლის მასზე 80 კილომეტრით ნაკლებს.  
კომპანიის მიერ დანერგილი კიდევ ერთი სიახლეა დატენვის პროცესის დაჩქარება. Supercharger v2 დამტენი სადგურის სიმძლავრე 145 კილოვატია, Supercharger v3 სადგურისა - 200 კვტ. გარდა ამისა, მოხდა ადაპტირებული განათების მოდერნიზებაც.  

ამ სიახლეების პარალელურად Tesla Motors-მა გადაწყვიტა ბაზარზე დააბრუნოს უფროსი მოდელების ორი ყველაზე იაფი მოდიფიკაცია - Standard Range ტიპი. საბაზისო კომპლექტაციაში 400 კმ გავლის მარაგის მქონე Model X-ის ფასი 83 ათას დოლარს შეადგენს. Model S კი მასზე 5 ათასი დოლარით ნაკლები ღირს. მის შემთხვევაში გავლის მარაგი გაიზარდა და შეადგინა დაახლოებით 455 კმ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.