gajaviki Posted November 7, 2010 Posted November 7, 2010 გამარჯობა! მინდა წარმოგიდგინოთ ახალი კეისი Thermaltake-სგან რომლის სახელწოდებაცაა:Armor A90 Tower თავიდანვე გეტყვით რომ ამ მშვენიერი კეისის შეძენა სულ რაღაც 94 დოლარადაა შესაძლებელი. ეს კეისი არის Mid-Tower სტანდარტის კეისი, იგი განკუთვნილია Standart ATX, Micro-ATX დედა დაფებისთვის. კეისი დამზადებულია SECC მატერიისგან, მისი გვერდითა პანელი არის გამჭვირვალე. კეისის გაბარიტებია: 502 (H) x 210(W) x 515 (L) mm და იწონის 8,2 კილოგრამს და რაც მთავარია ეს კეისი არის სულ შავი, გარედანაც და შიგნიდანაც. მისი გაგრილების სისტემა კი ასე გამოიყურება: -წინ (შემტანი) : 120 x 120 x 25 mm Blue LED fan, 1000rpm, 16dBA; 120 x 120 x 25 mm (optional) or 200 x 200 x 20 mm (optional) -უკან (გამტანი) : 120 x 120 x 25 mm TurboFan, 1000rpm, 16dBA -ზევით (გამტანი) : 200 x 200 x 20 mm Blue LED fan, 800rpm, 15dBA -გვერდით (შემტანი) : 120 x 120 mm (optional) ეხლა კი ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ეს კეისი: უფ რამდენი სურათია არა? :D მოკლედ ჩემი აზრით ეს არის იდეალური კეისი ფასი/ხარისხი/დიზაინი. 94$ად ესეთი კეისი არც თუ ისე ბევრია დღევანდელ ბაზარზე.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now