Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP თავისი გეიმინგ-ბრენდ OMEN-ის სახელით უშვებს მოზრდილ გეიმინგ-მონიტორს OMEN X Emperium 65 

მოწყობილობის დიაგონალი 65 დუიმია და წარმოდგენილია AMVA-მატრიცით, რომლის გაფართოება შეესაბამება 4K ფორმატს (3840 × 2160 პიქსელი). მონიტორის პრეზენტაციისას კომპანიამ რამოდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ ეს არ არის ტელევიზორი, არამედ სწორედ გეიმინგ-მონიტორი. უფრო ზუსტად რომ ითქვას, აღნიშნული კლასი შეესაბამება BFGD აბრევიატურას, რომელიც იშიფრება, როგორც Big Format Gaming Display (დიდი ფორმატის გეიმინგ-დისპლეი). 

 
image.jpeg 

ვნახოთ რითი განსხვავდება ახალი მონიტორი ჩვეულებრივი დიდი ტელევიზორისაგან. 

OMEN X Emperium 65მონიტორს აქვს მთელი რიგი იმ ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რომლებიც დამახასიათებელია გეიმინგ-მოწყობილობებისათვის და არ გააჩნია ჩვეულებრივ TV-პანელებს. ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებს შორისაა NVIDIA G-SYNC, რომელიც კადრების სინქრონიზაციის საშუალებას იძლევა; აგრეთვე NVIDIA Shield TV-ს მხარდაჭერა და კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცი - ისევე, როგორც ახასიათებს პროფესიონალურ გეიმინგ-მონიტორებს. 

გამოენებულია მატრიცული განათება 384 ზონით და ლოკალური აბნელების შესაძლებლობით. მოცემული გადაწყვეტილება საშალებას იძევა რეალიზდეს გაუმჯობესებული HDR ეფექტი და გამოსახულების კონტრასტულობა, სადაც მოცემული იქნება განათებული და ჩამუქებული სივრცეები. მაქსიმალური სიმკვეთრე 1000 ნიტს შეადგენს, კონტრასტულობის კოეფიციენტი კი არის 4000:1.  

მატრიცის შექმნისას გამოყენებული იყო ტექნოლოგია Quantum Dot, რომელსაც ადრე Samsung-ი ყენებდა ტელევიზორებში. 

ოფციურად მონიტორი დაკომპლექტებული იქნება ინტეგრირებული აუდიოსისტემით  მოუხსნელი საუნდბარის ფორმის დინამიკები, რომლებიც მშაობს 120 ვატ ჯამურ სიმძლავრეზე. 

მოწყობილობაზე წარმოდგენილია RGB განათება, რომელიც იმართება OMEN Command Center-იდან. გვერდითი თეთრი ფერის განათება ავტომატურად ირთვება მოწყობილობების დისპლეისთან მოხერხებულად მიერთებისთვის. 

image.jpeg 

ახალი მონიტორის ფასი მართლაც კოსმოსურია და, რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნოა ეს ფაქტი მსურველებისათვის. OMEN X Emperium 65-ის საბაზისო კონფიგურაცია დაახლოებით 4630 აშშ დოლარი ღირს, ინტეგრირებული აუდიოსისტემის მქონე მოდელი კი შედარებით მოგვიანებით გამოვა და მისი ფასი იქნება დაახლოებით 5 250 აშშ დოლარი. 

კომპანია HP დიდ გარანტიას იძევა და შეცვლის დისპლეის უფასოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი “ერთი პიქსელი მაინც არ ვარგა“. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დაკიდებაც. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.