Jump to content

Recommended Posts

Posted

შვეიცარიის ხელისუფლება აპირებს შექმნას მონიტორინგის სისტემა, რომელიც შეამცირებს მოსახლეობისათვის საფრთხის დონეს, რადგან ითვლება, რომ მეხუთე თაობის ქსელის მოქმედებისას გამოყენებულმა სიხშირეებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. 

image.jpeg 

შვეიცარიის მინისტრთა კაბინეტმა კენჭი უყარა ჩატარებულიყო თუ არა არაიონიზებული რადიაციის გაზომვის მცდელობები. ამგვარ საქმიანობას განახორციელებენ ადგილობრივი გარემოს დამცველი ორგანიზაციები. გარდა ამისა, სპეციალისტები შეაფასებენ შესაძლო რისკებს და რეგულარულად მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას მიღებული დასკვნების შესახებ. 

ასეთი ნაბიჯები გარდაუვალი გახდა იმის გამო, რომ ქვეყნის რეგიონების ნაწილი ეწინააღმდეგება ახალი ანტენების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია 5G ქსელის ამოქმედება-გავრცელებისათვის. თავის მხრივ, ადგილობრივი კავშირგაბმულობის ოპერატორები ცდილობენ დააჩქარონ 5G ქსელის გამოყენება და იმედოვნებენ მელ რიგ უპირატესობებს სამომავლოდ. უპირველეს ყოვლისა, მეხუთე თაობის ქსელის ამოქმედება საშუალებას მისცემს დაჩქარდეს ინტერნეტ-ნივთების განვითარება და ასევე ბიძგს მისცემს ავტონომიური ტრანსპორტის განვიარებასაც. 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად შვეიცარიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ეშინია 5G ანტენების გამოსხივების, რამაც მათ აზრით შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.