Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Carnegie Mellon University- ბიორობოტექნიკის ლაბორატორიაში შეიქმნა მოდულური  გველისმაგვარი რობოტი. ავდაპირველად იგი შემუშავებული იყო რთულად მისადგომ ადგილებში შეღწევისათვის სამძებრო-სამაშველო მისიებში ან საინჟინრო ინფრასტრუქტურის შემოწმების მიზნით. მოგვიანებით კი მან გამოყენეა ჰპოვა რობოტექნიკის სფეროს სხვადასხვა მიმართულებაში. 

რამდენიმე წლის წინ რობოტი გადაკეთდა მოდულურად, რამაც ინჟინრებს საშალება მისცა სხვადასხვა კომბინაციებით აეწყოთ, გადაეწყოთ დეტალები და შეეცვალათ გაუმართავი სეგმენტები. რობოტის მოდულებისაგან CMU-ის სტუდენტებმა შექმნეს მთელი რიგი სხვადსხვა მოწყობილობის სერია, მათ შორისაა რობოტი ობობა, რომელსაც ექვსი რობოტიზებული კიდური აქვს. 

მოწყობილობებიდან კიდევ ერთ-ერთია მანიპულატორი, რომელიც ზურგჩანთასავით ემაგრება ზურგზე ადამიანს. პროექტის ავტორია CMU-ის დოქტორანტურის სტუდენტი ჯულიან უიტმენი. პროექტის მთავარი იდეაა რობოტის მეშვეობით განხორციელდეს ისეთი ოპერაციები, რისი კეთებაც რთულია ორი ხელისათვის. დამხმარე „მესამე ხელი“ იმართება ჩვეულებრივი გეიმპადის მეშვეობით. 

როგორც უიტმენი აცხადებს, რობოტზე შესაძლებელია კიდევ რამოდენიმე კიდურის დამატება - იმდენის, რა წონის აწევასაც ადამიანი შეძლებს. შეზღუდვები დაკავშირებულია მხოლოდ „კიდურების“ კონტროლირების პროცესთან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.