Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ბევრი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით იქმნება მოქალაქეების იდენტიფიკაციისა და თვალთვალის სისტემა, რაც დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში წერტილს დაუსვამს საზოგადოებრივ ანონიმურობას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მოიძებნება ხალხი, ვინც ეძებს საშუალებებს - გვერდი აუაროს სისტემას, ტოტალურ კონტროლს. 

ბელგიელმა ინჟინრებმა გასულ კვირას გამოქვეყნეს სტატია, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ არის შესაძლებელი გამოსახულების იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის სისტემის მოტყუება უბრალო დაბეჭდილი შაბლონების მეშვეობით. 

მაგალითად, საკმარისია ადამიანმა კისერზე ჩამოიკიდოს სპეციალური ნაბეჭდი ფერადი ფირფიტა და იგი ხელოვნური ინტელექტისათვის უხილავი გახდება. 

ეს ფაქტი შსაძოა უცნაურად ჩანდეს, თუმცა რეალურად აუბარი ეხება ხელოვნური ინტელექტის სამყაროსთვის დამახასიათებელ საკმაოდ ცნობილ მოვლენას. ამგვარ შაბლონებს უწოდებენ „მოწინააღმდეგე ნიმუშებს“, ისინი იყენებენ, სარგებლობენ კომპიუტერული ხედვის ნაკლოვანებებით. შედეგად კი მიიღწევა ვიზუალური ტყუილი და ხელოვნური ინტელექტი ხედავს იმას, რაც არ არის. 

image.jpeg 

 

უამრავი მკვლევარი იძლევა გაფრთხილებას ამგვარი მოწინააღმდეგე ნიმუშების გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ასეთი სახით შესაძებელია შეცდომაში შევიდეს უპილოტო ავტომობილი, რომელმაც შესაძოა მნიშვნელოვანი საგზაო ნიშანი უბრალო განათების ბოძად აღიქვას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.