Magdalena Posted April 25, 2019 Posted April 25, 2019 გარდა იმისა, რომ Google Maps მომხმარებლებს უჩვენებს სად არის განთავსებული ელექტრო დამტენი სადგურები, აგრეთვე ფიქსირდება ინფორმაცია, მუშაობს თუ არა კონკრეტული სადგური რეალურ დროში. ახალი ფუნქცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გარკვეულ რეგიონებში. Google-მა ელექტრომობილების დასატენი სადგურების ადგილმდებარეობის ამსახველი ცნობები Maps-ზე ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაამატა. იმ პერიოდში მოწყობილობა მომხმარებელს უჩვენებდა ერთ ტერიტორიაზე არსებული დამტენი მოწყობილობების რაოდენობას, აგრეთვე მათ სიმძლავრეს, ფასს და სხვა მძღოლების მიერ გაკეთებულ შეფასება-გამოხმაურებებს. ამ ფუნქციის ბოლო განახლების შედეგად კი მძღოლები შეძლებენ იხილონ რეალურ დროში მუშაობს თუ არა კონკრეტული სადგური მანამდე, სანამ მისკენ გაემართებიან. მხარდაჭერილი დამტენი მოწყობილობების ახალ ჩამონათვალში არ არის მითითებული Tesla-ს Supercharger-ები, რადგანაც ისინი თავდაპირველ ანონსშივე არსებობდა გასული წლიდან და წარმოდგენილია აპლიკაციაში. თუმცა Supercharger-ები არ ასახავენ ახალ ინფორმაციას ფასებზე რეალურ დროში. უახლოესი დამტენი სადგურების შესახებ ინფორმაციის ნახვა მომხმარებლებს შეუძლიათ “EV charging stations” - ძებნით Google Maps-ში, რისთვისაც გამოყენებადია დესკტოპ-კომპიუტერი, Android, iOS და Android Auto. https://www.theverge.com/2019/4/23/18512330/ev-charger-google-maps-real-time-charging-status-electric-car
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now