Jump to content

Recommended Posts

Posted

გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen-ი იწყებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული საპილოტე პროექტის ამოქმედებას, რომლის მიზანია გაკონტროლდეს ავტომობილის ბატარეებისთვის განკუთვნილი ტყვიის მომწოდებლების ქსელი მოპოვების ადგილიდან საწარმოო ხაზამდე.  

image.jpeg 

საპილოტე პროექტის დაანონსებისას Volkswagen Group-ის სტრატეგიული შესყიდვების წარმომადგენელმა Marco Philippi-მ განაცხადა: „ციფრულ ქსელს უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები გააჩნია, რომლებიც საშუალებას მოგვცემ კიდევ უფრო დეტალურად გამოვიკვლიოთ სასარგებლო წიაღისეულისა და ნედლეულის მიწოდების ქსელი“. 

პროექტის რეალიზაციისათვის მანქანათმშენებელი კომპანია თანამშრომლობაზე მოელაპარაკა სტარტაპ Minespider-ს, რომელიც ქმნის პროტოკოს ღია კოდით ბლოკჩეინის ბაზაზე და იძლევა მინერალური ნედეულის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალე სერტიფიკაციას.  

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მომწოდებლები და სუბმომწოდებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ Volkswagen-ს მოთხოვნილებების ორ მესამედს ტყვიის შემცველი აკუმულატორების საკითხში. 

პროექტის რეალიზაციის მსვლელობისას ორივე მხარე იმუშავებს იმაზე, რომ გამოიყენონ ბლოკჩეინის გამჭვირვალობა. ამის მიზანი მდგომარეობს შემდეგში - მიიღონ უკეთესი წარმოდგენა, თუ როგორ იწარმოება ბატარეების კომპონენტები, საით იგზავნება, როგორ ხორციელდება მიწოდების მართვა და ვინ დგას ამის უკან.  

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით Volkswagen-ი იმედოვნებს, რომ მიიღებს  კომპონენტის ნამდვილობის დამამტკიცებე უფრო მეტ მონაცემს, აგრეთვე განსაზღვრავს, დაცულ იქნა თუ არა ეთიკური ნორმები და წესები ნედლეულის მოპოვებისას. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.