Magdalena Posted April 25, 2019 Posted April 25, 2019 გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen-ი იწყებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული საპილოტე პროექტის ამოქმედებას, რომლის მიზანია გაკონტროლდეს ავტომობილის ბატარეებისთვის განკუთვნილი ტყვიის მომწოდებლების ქსელი მოპოვების ადგილიდან საწარმოო ხაზამდე. საპილოტე პროექტის დაანონსებისას Volkswagen Group-ის სტრატეგიული შესყიდვების წარმომადგენელმა Marco Philippi-მ განაცხადა: „ციფრულ ქსელს უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები გააჩნია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დეტალურად გამოვიკვლიოთ სასარგებლო წიაღისეულისა და ნედლეულის მიწოდების ქსელი“. პროექტის რეალიზაციისათვის მანქანათმშენებელი კომპანია თანამშრომლობაზე მოელაპარაკა სტარტაპ Minespider-ს, რომელიც ქმნის პროტოკოლს ღია კოდით ბლოკჩეინის ბაზაზე და იძლევა მინერალური ნედლეულის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალე სერტიფიკაციას. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მომწოდებლები და სუბმომწოდებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ Volkswagen-ის მოთხოვნილებების ორ მესამედს ტყვიის შემცველი აკუმულატორების საკითხში. პროექტის რეალიზაციის მსვლელობისას ორივე მხარე იმუშავებს იმაზე, რომ გამოიყენონ ბლოკჩეინის გამჭვირვალობა. ამის მიზანი მდგომარეობს შემდეგში - მიიღონ უკეთესი წარმოდგენა, თუ როგორ იწარმოება ბატარეების კომპონენტები, საით იგზავნება, როგორ ხორციელდება მიწოდების მართვა და ვინ დგას ამის უკან. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით Volkswagen-ი იმედოვნებს, რომ მიიღებს კომპონენტის ნამდვილობის დამამტკიცებელ უფრო მეტ მონაცემს, აგრეთვე განსაზღვრავს, დაცულ იქნა თუ არა ეთიკური ნორმები და წესები ნედლეულის მოპოვებისას. https://3dnews.ru/986360 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.