Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Micro-Star International-მა წარადგინა Prestige-სერიის ახალი პორტატული კომპიუტერები P65 Creator და P75 Creator, რომლებიც გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვინც მუშაობს მულტიმედია კონტენტზე. 

image.jpeg 

კომპანია ამ ახალ ლეპტოპებს უწოდებს მსოფლიოში პირველ პროფესიონალურ ლეპტოპებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორით. მოწყობილობები უპირველს ყოვლისა ორიენტირებულია ფოტოგრაფებზე, 3D-ანიმატორებზე, დიზაინერებსა და სხვა ხელოვან მომხმარებელზე.  

P65 Creator მოდელს აქვს 15,6-დუიმიანი ეკრანი. MSI მომხმარებელს სთავაზობს Full HD (1920 × 1080) და 4K UHD (3840 × 2160 პიქსელი) ვერსიებს. თავის მხრივ, P75 Creator მოდელი 17,3-დუიმიანია და აქვს Full HD ფორმატის დისპლეი.  

image.jpeg 

კომპლექტაციის შესაბამისად ლეპტოპებში გამოყენებულია გრაფიკული ამაჩქარებლები NVIDIA GeForce RTX 2070 Max-Q (8 გბ), GeForce RTX 2060 (6 გბ) ან GeForce GTX 1660 Ti Max-Q (6 გბ). 

ლეპტოპებს აქვთ DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია დაყენდეს SSD M.2 მოდული PCIe Gen3 ან SATA ინტერფეისით. 

image.jpeg 

Prestige-სერიის ფარგლებში კომპანია MSI ყველა პროფესიონალს, ვინც მულტიმედია კონტენტზე მუშაობს, სთავაზობს მაღალი წარმადობის ლეპტოპებს, რომლებსაც შეუძლიათ ხორცი შასხან ყველაზე თამამ პროექტებსაც კი. მოწინავე დონის შიდა კომპონენტების პარალელურად ეს მოწყობილობები ფლობენ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას - Creator Center, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს სისტემური რესურსების ოპტიმიზაცია და გავრცელება კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად“ - აღნიშნავს MSI. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.