Jump to content

Recommended Posts

Posted

Razer Core eGPU კორპუსების სერია საშუალებას იძლევა შიდა ვიდეო ბარათი დაუკავშირდეს Thunderbolt 3 პორტის მქონე მოწყობილობების ფართო სპექტრს. ამ სერიას შეემატა ახალი მოდელი Core X Chroma, რომელიც აღჭურვილია 700-ვატიანი კვების ბლოკით, USB კონცენტრატითა და გიგაბიტური ქსელური ადაპტერით. 

 
image.jpegrazer.com 

Razer Core X Chroma  ეს არის ყველაზე უნივერსალური მოდელი, რაც დღესდღეობით არის ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება მარტივია, გრაფიკული ბარათის დაყენებას არ სჭირდება ინსტრუმენტები მონტჟისა და მიმაგრების მარტივი მექანიზმის წყალობით. მასში შესაძლებელია განთავსდეს დესკტოპ-ვიდეო ბარათები (სამ სლოტიანამდე).  

მოწყობილობის უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი USB Type-A პორტი და Gigabit Ethernet. მაღალი დატვირთვისას სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფისთვის Razer Core X Chroma- აქვს უნიკალური ორჩიპიანი Thunderbolt-კონსტრუქცია, რომელიც ერთდროულად გადასცემს მონაცემებს როგორც გრაფიკულ ადაპტერს, ასევე მონაცემებს პერიფერიული მოწყობილობების შესახებ ერთი Thunderbolt 3 სადენით. 

ATX ფორმატის მოდერნიზებულ კვების ბლოკს შეუძლია უზრუნველყოს გრაფიკული ბარათების სტაბილური მუშაობა 500 ვატ სიმძლავრემდე. მოწყობილობის ალუმინის კორპუსი აღჭურვილია ორი ზონით, სადაც წარმოდგენილია Chroma RGB განათებები. იგი იმართება და რეგულირდება Windows ოპერაციული სისტემითა და პროგრამული უზრუნველყოფა Razer Synapse 3-ის მეშვეობით 

პერფორირებული გვერდით პანელები და ვენტილაციის სისტემა უზრუნველყოფს სწრაფ გაგრილებას და გრაფიკული ადაპტერის მუშაობისათვის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას. 

 
image.jpeg 

Razer Core X Chroma თავსებადია ლეპტოპებთან, რომლებსაც აქვთ Thunderbolt 3 შიდა გრაფიკის (eGFX) მხარდაჭერით, მუშაობენ Windows 10-ის ბოლო განახლებაზე - Windows RS5. მოწყობილობასთან თავსებადი Razer-ის ლეპტოპების რიცხვში შედის: Razer Blade Stealth 13, Razer Blade 15 და Razer Blade Pro 17 (NVIDIA GeForce GTX 1060 ვერსიით). 

სისტემებს, რომლებიც იმართება macOS High Sierra 10.13.4  ან უფრო გვიანდელი ვერსიებით, აქვთ მხოლოდ AMD ვიდეო ბარათებთან მუშაობის მხარდაჭერა და არ არის ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფა Razer Synapse 3. 

მოწყობილობა უკვე გაყიდვაშია, მისი ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.