Magdalena Posted April 24, 2019 Posted April 24, 2019 ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ახალი სმარტ-ტელევიზორების სერია Mi TV, რომლებზე შეკვეთებიც უახლოეს დროში დაიწყება. ტელევიზორების სერიაში წარმოდგენილია ოთხი მოდელი ეკრანის დიაგონალებით - 23, 43, 55 და 56 დუიმი. ტელევიზორებს ოთხბირთვიანი 64-ბიტიანი პროცესორები აქვთ, პროგრამულ პლატფორმად კი გამოყენებულია საფირმო სისტემა PatchWall, რომელიც მოიცავს ინტუიციურ ინტერფეისს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით. 32-დუიმიანი პანელის გაფართოებაა 1366 × 768 პიქსელი (HD). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 4 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. 43-დუიმიანი ტელევიზორის ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს ( 1920 × 1080 პიქსელი). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება. 55- და 65-დუიმიანი მოდელების გაფართოება 4K ფორმატს შეესაბამება (3840 × 2160 პიქსელი). მათ 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება აქვთ. ოთხივე მოდელს აქვს Bluetooth Low Energy (LE) და Wi-Fi უსადენო კავშირების მხარდაჭერა. აღსანიშნავია მათი წვრილი ჩარჩოები და უკანა პანელის გაუმჯობესებული დიზაინი. კომპლექტი შეიცავს დისტაციური მართვის Bluetooth-პულტს, რომელსაც აქვს ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა. ფასები: 32-დუიმიანი მოდელი - 160 აშშ დოლარი; 43-დუიმიანი - 300 დოლარი; 55-დუიმიანი - 450 დოლარი და 65-დუიმიანი მოდელი - 600 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/986330 1
რაული Posted February 5, 2020 Posted February 5, 2020 მიყვარს xiaomi მაგრამ ჯერ ძვირია ამათი ტელევიზორები
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now