Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR-ის გენების რედაქტირების ინსტრუმენტი ბიოკომპიუტერის შესაქმნელად. მათი იდეა მდგომარეობს შემდეგში: ცოცხალი უჯრედი უკვე მზა გამომთვლელი კომპლექსია, რომელსაც შეუძლია მიიღოს და დაამუშავოს მონაცემები. ადამიანის სხეული კი შესაძოა განხილულ იქნეს, როგორც სუპერკომპიუტერი შესანიშნავი შესაძლელობებითა და სიმბოლური ენერგომოხმარებით - მან რომ იმუშავოს, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი თეფში საკვები. 

ლოგიკური სქემების ასაგებად მეტაბოლიზმის ბუნებრივი პროცესების გამოყენება გადამწყვეტ მიზანს წარმოადგენს სინთეტიკურ ბიოლოგიაში. ციურიხელმა მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR-ის მოდიფიცირებული ვერსია ფერმენტის განსაკუთრებული ვარიანტის, Cas9-ის ასაწყობად. იგი მუშაობს, როგორც უმარტივესი პროცესორი - შეუძლია „წაიკითხოს“ დნმ-მოლეკულების ინფორმაცია, გაააქტიუროს ცალკეული გენების ექსპრესია, რაც გამოიწვევს ცილების სინთეზს. მიღებული შედეგის აღმოჩენა კი საკმაოდ მარტივია. 

„პროცესორი“ მუშაობს ისევე, როგორც საბაზისო ლოგიკური ელემენტი, რომლის საფუძველზეც არის დაპროექტებული ორმაგი კოდის დამუშავების ყველა სქემა. მეცნიერებმა შეძლეს ერთ უჯრედში ორი ასეთი გადამამუშავებელი ბირთვის მოავსება და მიიღეს ფუნქციონალური გამომთვლელი მოდული. თუკი მასში ინფორმაციას ბიომარკერების სახით შეიყვანენ, იგი გამოითვლის და წარადგენს შესაბამის პასუხს იმ ანალიზზე, რომელზეც იქნება დაპროგრამებული. 

რეალურად, რთული ბიომარკერების ანალიზისათვის არ არის საკმარისი ერთი მოდული. საჭიროა ათასობით ან მილიარდობით მოდულის გაერთიანება ერთ არქიტექტურაში - ეს არის ამოცანა, რომლის განხორციელებაც PCB დაფებში ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ შეძო კაცობრიობამ.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.