Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Hauwei- დააანონსა პირველი მოდული, რომელიც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერას დაკავშირებულ სატრანსპორტო საშუალებებში. 

image.jpeg 

მოწყობილობა აღნიშნულია სახელით MH5000. მას საფუძვლად უდევს წამყვანი მოდემი Huawei Balong 5000, რომელსაც აქვს მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა ყველა თაობის ქსელში - 2G, 3G, 4G და 5G. 

6 გიგაჰერცის ქვემოთ დიაპაზონში Balong 5000 ჩიპი უზრუნველყოფს მონაცემთა ჩატვირთვის თეორიულ სიჩქარეს 4,6 გბიტი/წმ. მილიმეტრული ტალღების სპექტრში სიჩქარე აღწევს 6,5 გბიტი/წმ-ს. 

image.jpeg 

საავტომობილო პლატფორმა MH5000 ხელს შეუწყობს თვითმართვადი, ავტონომიური ტრანსპორტის განვითარებას, კერძოდ კი C-V2X კონცეფციას: C-V2X (Cellular Vehicle-to-Everything) თეორიულად საშალებას იძლევა, მოხდეს მონაცემთა გაცვლა სატრანსპორტო საშუალებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტებს შორის. მოცემული სისტემა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საწვავის ეკონომიურობას, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის შემცირებას, აგრეთვე გააუმჯობესებს სატრანსპორტო ვითარებას დიდ ქალაქებში. 

საავტომობილო 5G მოდემის კომერციალიზაციას კომპანია Huawei იმდინარე წლის მეორე ნახევრიდან აპირებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.