Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მა დაამზადა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი GT75 9SG Titan, რომელიც დაპროექტებულია თამაშებით გატაცებული მომხმარებლებისთვის. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს 17,3-დუიმიანი 4K ფორმატის დისპლეი, რომლის გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს. შეუფერხებელი თამაშის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync. 

პროცესორი მუშაობს Intel Core i9-9980HK პროცესორზე. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად დაამუშავონ ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,4-დან 5.0 გიგაჰერცამდე. 

image.jpeg 

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვის ქვესისტემაში გაერთიანებულია 512-გიგაბაიტიანი M.2 PCIe x4 SSD და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. 

გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080, იგი წარმოდგენილია 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით. 

image.jpeg 

პორტატული კომპიუტერი აღჭურვილია გაგრილების ეფექტური სისტემითა და განათების მქონე სრულზომიანი კლავიატურით. ოპერაციული სისტემა - Windows 10 Pro. 

ზემოთაღწერილი კონფიგურაციის ლეპტოპი MSI GT75 9SG Titan 4400 აშშ დოლარად იყიდება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.