Magdalena Posted April 23, 2019 Posted April 23, 2019 კომპანია MSI-მა დაამზადა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი GT75 9SG Titan, რომელიც დაპროექტებულია თამაშებით გატაცებული მომხმარებლებისთვის. ლეპტოპს აქვს 17,3-დუიმიანი 4K ფორმატის დისპლეი, რომლის გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს. შეუფერხებელი თამაშის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync. პროცესორი მუშაობს Intel Core i9-9980HK პროცესორზე. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად დაამუშავონ ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,4-დან 5.0 გიგაჰერცამდე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვის ქვესისტემაში გაერთიანებულია 512-გიგაბაიტიანი M.2 PCIe x4 SSD და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080, იგი წარმოდგენილია 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით. პორტატული კომპიუტერი აღჭურვილია გაგრილების ეფექტური სისტემითა და განათების მქონე სრულზომიანი კლავიატურით. ოპერაციული სისტემა - Windows 10 Pro. ზემოთაღწერილი კონფიგურაციის ლეპტოპი MSI GT75 9SG Titan 4400 აშშ დოლარად იყიდება. https://3dnews.ru/986291 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.