Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამედროვე ვებ-გვერდები სხვადასხვ სახის კონტენტით გადატენილია იმაზე მეტად, ვიდრე სასურველი იქნებოდა. კომენტარების განყოფილება, სარეკლამო ბანერები, შემოთავაზება რაიმეს გამოსაწერად და უამრავი ამგვარი რამ მსხილი საიტების უმეტესობაზეა წარმოდგენილი. ფაქტია, ყველა ვებ-მწარმოებელს აქვს აქვს ზომიერების შეგრძნება. 

ბევრი მობილური ბრაუზერი და რამოდენიმე პერსონალური კომპიუტერის ბრაუზერი ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს კითხვის რეჟიმის მეშვეობით. მისი საშუალებით ხდება ყველაფერ ზედმეტის მოშორება და რჩება მხოლოდ სტატიების ან სიახლეები ტექსტები. აღბეჭდილია სათაური, სტატიის შიგთავსი და შესაბამისი გამოსახულება. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა მომხმარებელი კონცენტრირდეს უშუალოდ მასალაზე და ყურადღება სხვა არაფერმა გაუფანტოს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრაუზერ Chrome-ში ამგვარი შესაებლობა ამ დრომდე არ არსებობდა. ამჯერად კი იგი გამოჩნდა ვერსია Chrome Canary-ში. 

image.jpeg 

იმ მომხმარებლებს, ვინც ამ ვერსიით სარგებლობენ, შეუძლიათ chrome://flags/#enable-reader-mode ბმულიდან განახორციელონ კითხვის რეჟიმის ტსტირება. საჭიროა რეჟიმის ხელით ჩართვა და შემდეგ ბრაუზერის გადატვირთვა. 
Google აცხადებს, რომ შედეგად მოხმარებლებს შეეძლებათ იხილონ ვებ-გვერდების გამარტივებული ვერსიები. საჭიროა სტატიაზე გადასვლა, მარჯვენა ზედა კუთხეში სამწერტილიან მენიუზე დაჭერა და Distill page ბრძანების არჩევა.  

იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული ფუნქცია ექსპერიმენტალურია, შესაძლოა ისე გამართულად არ მუშაობდეს, როგორც კომპანიას ჰქონდა ჩაფიქრებული და სხვადასხვა საიტზე შედეგები შესაძლოა განსხვავებული იყოს. საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა არ არსებობს. სავარაუდოდ, ეს ფუნქცია ბრაუზერის სტაბილურ ვერსიაშიც გამოჩნდება, თუმცა დრო ცნობილი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.